სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით გაგოშიძე 1960წ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გაგოშიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

დავით გაგოშიძე 1960წ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

დავით გაგოშიძე 1960


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1990 წელს. 

1982 წლიდან უშაობდა ძველი ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში; მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულია სარესტავრაციო სამუშაოები ანანურის, დირბის და კულაშის ეკლესიებში; მიმდინარეობს უბისა და ყინწვისის ეკლესიების კედლის მხატვრობის რესტავრაცია.


მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: ჰამბურგი (გერმანია, 1996) გალ. "ჰობი" (თბილისი, 1998, 1999), გალ. "ორიენტი" (თბილისი, 1999, 2000), ჰამბურგი (2002), გალ. "ჰობი" (თბილისი, 2002, 2003), გალ. "შარდენი" (თბილისი, 2003), "Alberti Gallery" (ლონდონი, 2003), პარიზი (2004), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (თბილისი, 2005), გალ. "N" (2005), გალ. "ვარაზი" (თბილისი, 2005), პარიზი (2005); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების ასლების (თბილისი, 1989, 1995); საკუთარი ნამუშევრების - ჰამბურგი (გერმანია, 1997, 1999), გალ. "ჰობი" ( 1998), აშშ საელჩო (თბილისი, 2000). მხატვარი, რესტავრატორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.99; მხატვართა გილდიის ვებ გვერდი: artguild.club


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


გაგოშიძე

1 0