სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ია გიგოშვილი 1957წ. ვმხატვარი, ბელორუსია, დაბ. ქ. მინსკი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გიგოშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ია გიგოშვილი 1957წ. ვმხატვარი, ბელორუსია, დაბ. ქ. მინსკი.

ია გიგოშვილი 1957



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მინსკი, ბელორუსია. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

არის ავტორი ნამუშევრებისა: "სიბრძნე ბალაჰვარისა" (წიგნის გაფორმება, 1980), " ტრადიციების აღორძინება" (1984), "წელიწადის დროები", ილუსტრაციები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისათვის (ოფორტები, 1983); სერიგრაფია "მთიულური მოტივები" (1986); სერია "ეკლესიასტე" (1992-1993); "სოლომონ მეფე", "ქებათა ქება" (1992-1994) და სხვა.


შექმნა კოსტუმების დიზაინი ფილმისთვის "მაცგი" (1986). გამართული აქვს გამოფენები: თბილისში (1984); City Hall (ჰამბურგი, 1991); Saar Galery "Marline Hanstain Galery" (საარბრიუკენი, 1993); European Akademy (ობერჰაუზენი, 1993); "Dagstul Palace" (საარლანდი); Merwede Hospital (დორტრეხტი, ჰოლანდია, 1996), "Galerie de Dreutenhof" Orvelte (ჰოლანდია, 1996), Corcoran International Art Institute (ვაშინგტონი, 1996), გალერეა "ორიენტი" (ნ. ფერაძესთან ერთად, 1997), "ქარვასლა" (1998). მისი ნამუშევრები დაცულია: მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფონდში (მოსკოვი), "ექსპრეს-ავანგარდის" გალერეაში (მოსკოვი), ნოვოსიბირსკის "ხელოვნების მუზეუმში", აშშ კერძო კოლექციაში. მონაწილეობდა კავკასიის რესპუბლიკების I ბიენალეში (ოქროს მედალი, 1986); მოსკოვის დაზგური გრაფიკის I საერთაშორისო გამოფენაში (I პრემია, 1987); "ამერიკული გრაფიკის ცენტრში" (მოსკოვი, 1989-1997); Franc Masered Centre" - ში (ბელგია, 1994, 1996). 


წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.122; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1983-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.04.2023
სულ რედაქტირებულია 2


გიგოშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

2 0

იზა გიგოშვილი 1938-2003წწ. გარდ. 65 წლის, მსახიობი, დააარსა სამეფო უბნის თეატრი. წარმ. კაკაბეთი საგარეჯო

1 0