სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო გრიგოლია 1903-1977წწ. მოქანდაკე, მხატვარი, სამეგრელო, აბაშის რაიონი, სოფელი სეფიეთი.

1903-1977 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გრიგოლია სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ლადო გრიგოლია 1903-1977წწ. მოქანდაკე, მხატვარი, სამეგრელო, აბაშის რაიონი, სოფელი სეფიეთი.

ლადო გრიგოლია (1903-1977)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი სეფიეთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.

1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1928 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1920-1930წწ. ძირითადად მუშაობდა როგორც მოქანდაკე; 1932 წლიდან მუშაობდა გრაფიკაში; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში; ძველი ქართული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის საფუძველზე მან შექმნა წიგნის მორთულობის ახალი კომპოზიციები, ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები; მისი ნაშრომი "ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი" დაედო საფუძლად სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას; გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი; მის მიერ მხატვრულად გაფორმებულია უნიკალური გამოცემები: "ვეფხისტყაოსანი" (1937), აკაკი წერეთელი (1940), ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემა, ქართული პოეზიის ანთოლოგია ინგლისურ ენაზე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები; დახატული აქვს გიორგი სააკაძისა და გრიგოლ ორბელიანის პორტრეტები; შექმნა კამერული ქანდაკებები: "სამშობლო" (1928), "ქალიშვილის თავი" (1928), "ქართველი ქალი" (1928), შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტი (1936); მის საცხოვრებელ სახლში (კ. ქუთათელაძის ქუჩა, 4) არის მხატვრის სახელოსნო, სადაც ინახება ხელოვნის არქივი და საინტერესო შემოქმედებითი მემკვიდრეობა.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.155

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მხატვართა გაერთიანება "სარმა", წევრი (1930-1932)
  • ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, წევრი (1928-1929)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1969 - საქართველოს სახალხო მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


გრიგოლია

1 0

დათო გრიგოლია 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, აფხაზეთი, საქართველოს მხედრიონი. დაბ. თბილისი

4 0

დავით ზაურის ძე გრიგოლია 1971-93წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი

2 0

გიორგი გრიგოლია 1981-2022წწ გარდ. 41 წლის ბახმუტი უკრაინა

2 0

დემურ გრიგოლია 1941-2015წწ. მხატვარი, პედაგოგი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1 0


თამარ გრიგოლია 1951წ მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0