სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზიგმუნტ ვალიშევსკი 1897-1936წწ. მხატვარი მოღვ. ბათუმი.

1897-1936 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვალიშევსკი სია

რუსეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ზიგმუნტ ვალიშევსკი 1897-1936წწ. მხატვარი მოღვ. ბათუმი.

ზიგმუნტ ვალიშევსკი (1897-1936)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

1903 წელს ვალიშევსკების ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ბათუმში, 1905 წელს კი– თბილისში, სადაც იგი სწავლობდა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ქანდაკებისა და ფერწერის სკოლაში. 1908 წელს თბილისში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "საოცარი ბავშვი". 1919 წელს თბილისში მოხატა რესტორანი "ქიმერიონი" (ლ. გუდიაშვილთან, დ. კაკაბაძესა და ს. სუდეიკინთან ერთად, ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის შენობაშია), მხატვარ ზალცმანთან ერთად ხატავდა თბილისის ოპერის თეატრის ფარდას-პეგასს ღრუბლებში. მონაწილეობდა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების შეგროვებაში. 1921 წლიდან პოლონეთში ცხოვრობდა. სწავლობდა კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში, 1924–1931 წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში, 1931 წლიდან ისევ პოლონეთში. ვალიშევსკი ახალი პოლონური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნამუშევრებისათვის ნიშანდობლივია პიროვნების ხასიათის სიმკვეთრე, ზოგჯერ გროტესკულობა, ნახატის სიმახვილე, ფართო ფერწერული მანერა. მხატვრის სურათების უმრავლესობა თავმოყრილია კრაკოვის, პოზნანისა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმებში. ნამუშევრები: "მოცარტი და სალიერი" (1917), "სიყვარულის კუნძული" (1935), ავტოპორტრეტი (1935; ყველა–პოლონეთის ეროვნული მუზეუმი, ვარშავა). ძველი თბილისის თემებზე ასრულებდა თეატრალურ დეკორაციებსაც. პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი, ფუტურისტი, თბილისური არტისტული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა. გარდაიცვალა ვარშავაში.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.143



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0