სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12282

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიზო ვაშაკიძე 1963წ. გეოგრაფი, მწერალი, მხატვარი, ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვაშაკიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

94       ბეჭდვა

გიზო ვაშაკიძე 1963წ. გეოგრაფი, მწერალი, მხატვარი, ქ. თბილისი.

გიზო ვაშაკიძე 1963


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს, 1986 წელს ამავე უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი ფერწერის განხრით.

მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტის ცივილიზაციების ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და ასევე რამდენიმე სამეცნიერო ექსპერიმენტის ავტორი, კერძოდ კი მის მიერ შექმნილია რამდენიმე ორიგინალური კონსტრუქცია, რისი მეშვეობითაც ჩატარდა ლაბორატორიული ექსპერიმენტი: 1 –კონსტრუქცია: რის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ტორნადოს და ქვიშოვანი ქარიშხლის ტიპის ქარის მოძრაობის იმიტაცია ლაბორატორიულ პირობებში; 2 – კონსტრუქცია: რომელიც ქმნის მზის სხივების მოძრაობის იმიტაციას (დილიდან საღამომდე), რის შედეგადაც ფიქსირდება: სხივთა განფენილობა პირამიდების გარშემო, ტემპერატურის არათანაბარი განაწილება და ჯამური რადიაცია; 3 –კონსტრუქცია, რომლის მიხედვით დგინდება, თუ როგორ ეზიდებოდნენ ძველი ეგვიპტელები პრიმიტიული საშუალებებით, პირამიდების მშენებლობაში გამოყენებულ მძიმე ბლოკებს. აღნიშნული კონსტრუქციების გამოყენება შესაძლებელია როგორც სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ასევე სასწავლო დაწესებულებებისთვის, საილუსტრაციოდ. 



2006 წელს მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის წოდება. ძირითადი საქმიანობის გარდა ავტორი გატაცებულია ფერწერით. შექმნილი აქვს რამდენიმე ასეული ფერწერული ტილო, რომელიც ინახება  სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.  არის ოთხი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე. ავტორი მუშაობს სხვადასხვა მასალით: ზეთი, აკრილი, გუაში, აკვარელი. გ. ვაშაკიძე არის რამდენიმე ნოველის, ლექსისა და პიესის ავტორი. 2012 წელს გამოვიდა მისი ნოველების წიგნი სახელწოდებით "მრგვალი სამკუთხედი", რომელიც ლიტერატურულ პრემია "საბა" -ზეა წარდგენილი.

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ვაშაკიძე ბესარიონ სვიმონის ძე მართლმა. მღვდელი 1902-1917 წწ დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია სამტრედია

2 0

ვაშაკიძე - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

ვაშაკიძე გაბრიელ (პარმენ) იოსების ძე დაბ. 1958წ. მოღვ. რიონის მამათა მონასტერი წარმ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია

2 0

გიორგი ვაშაკიძე გიულის ძე (დ. 1967) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი ჯიხაიში სამტრედია

1 0


ტარასი ვაშაკიძე დავითის ძე 1876-1937წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი გუბი, ხონი იმერეთი Тарас Давидович Вашакидзе

3 0


ბენო ვაშაკიძე გარდ. 1993 ზემო კინდღიში ოჩამჩირე აფხაზეთი თბილისი ჩუღურეთი

2 1


მიხეილ ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე; 1909-1956წწ პროფესორი. ასტროფიზიკოსი. მთვარეზე არსებობს მისი სახელობის კრატერი. დაბ. დიდი ჯიხაიში (სამტრედია)

2 0

გივი ვაშაკიძე მხატვარი 1937-2017წწ. დაასურათა ვეფხისტყაოსანი

2 0

ლამარა ვაშაკიძე 1933წ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0