სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12276

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამარ თავაძე 1898-1980წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1898-1980 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თავაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

თამარ თავაძე 1898-1980წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

თამარ თავაძე (1898-1980)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1916-1917წწ. სწავლობდა მოსკოვის მხატვართა სტუდიაში; დაამთავრა მოსკოვის მხატვრულ-ტექნიკური ინსტიტუტის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განყოფილება 1928 წელს. 

1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1922 წლამდე მხატვრად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თამარ თავაძე ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენელია. 1920 წელს მან გააფორმა ბალეტი "კარნავალი", რომელიც დადგა ცნობილმა მოცეკვავემ, ბალეტმაისტერმა, პედაგოგმა, მიხეილ მორდკინმა. ის იმხანად თბილისში იმყოფებოდა თავის საბალეტო დასთან ერთად ("მორდკინის ბალეტი") და დგამდა საბალეტო სპექტაკლებს საოპერო თეატრში. 


1924 წელს თამარ თავაძე მონაწილეობდა მუშათა და ჯარისკაცთა თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერის "ქეთო და კოტეს" დადგმაში (კოსტიუმების ესკიზები).  1927-1936წწ. მუშაობდა მოსკოვის დიდ თეატრში, თუმცა 1930 წელს მისი ხელმოწერა ჩნდება საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციაზე. შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა. ოპერისა და ბალეტის თეატრში გააფორმა როსინის ოპერა "სევილიელი დალაქი" (1938); კოტე მარჯანიშვილის თეატრში - მოლიერისა და მარკ-ანტუან შარპანტიეს სამმოქმედებიანი ბალეტ-კომედია "ვითომდა ავადმყოფი" (1943); ბათუმის დრამატულ თეატრში ლევან გოთუას "მეფე ერეკლე" (1944). მას შემდეგ, როგორც ჩანს, თამარ თავაძეს ოპერასა თუ დრამატულ თეატრებში სპექტაკლები აღარ გაუფორმებია. მისი შემოქმედება დღემდე შეუსწავლელია. თეატრის მხატვარი.


წყაროსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.175


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


თავაძე - გვარის 11 ღვთისმსახური

1 0

რობერტ თავაძე გერონტის ძე (1930-2004) საბჭოთა გენერლები წარმ. სამტრედია

1 0


გიორგი თავაძე ვახტანგის ძე 1882-1930წწ საქართველოს გენერალი, დაბ. სოფ. ხეთა ხობი სამეგრელო

1 0


ედუარდ თავაძე 1973-93წწ გარდ. 19 წლის შრომა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ნასაკირალი, ოზურგეთი

2 0

თავაძე ი. გ. დაბ. გორი

2 0


დიმიტრი თავაძე 1911-1990წწ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


ოლესია თავაძე 1944წ. მხატვარი წარმ. სოფ. საქარა, ზესტაფონი. დაბ. თბილისი.

1 0


მერაბ თავაძე 1942წ მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი.

1 0


ნიკა თავაძე 1970წ მსახიობი, რეჟისორი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი.

1 0


დავით ელიზბარის ძე თავაძე 1916-1979წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი აცანა, ლანჩხუთი, გურია.

1 0