სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით კაკაბაძე 1889-1952წწ. გამომგონებელი, მკვლევარი, მხატვარი. დაბ. სოფ.კუხი, ხონი, იმერეთი.

1889-1952 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კაკაბაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

დავით კაკაბაძე 1889-1952წწ. გამომგონებელი, მკვლევარი, მხატვარი. დაბ. სოფ.კუხი, ხონი, იმერეთი.

დავით კაკაბაძე (1889-1952)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1916 წელს; იმავე დროს მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში.

სტუდენტობის წლებში დაიწყო ძველი  ქართული ხელოვნების კვლევა; 1928-1948წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1933-1942წწ. პრორექტორი; 1919-1927წწ. კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში; კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე; მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე; აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ქართულ და ფრანგულ ენებზე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში;


გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრიში: ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" (1929), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1932), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" (1937), პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" (1946); ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი" (1947, რუსთაველის სახელობის თეატრი); პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი" (1947, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); აგრეთვე გააფორმა კინოფილმები: "მარილი სვანეთს"(1930), "დაკარგული სამოთხე"(1936); ამავე პერიოდში  აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი; შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები: "რიონჰესი"(1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ყვითელი მთა"(1937, მხატვრის ოჯახის კუთვნილება),  "წითელი მთა"(1944, მხატვრის ოჯახის კუთხვნილება); 1930-1940წწ. მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია: "სვანეთი"(1939, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "თბილისი და მისი მიდამოები" (1944, მხატვრის ოჯახის კუთვნილება); 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი" (1949, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ფოთი-ელევატორი"(1949, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება" (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება); ასევე შექმნა ავტოპორტრეტები და პორტრეტები: "ავტოპორტრეტი სარკესთან" (1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ავტოპორტრეტი ბროწეულით" (1913, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში"(1917, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "დედის პორტრეტი" (1914, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "ძმის პორტრეტი" (1915, მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1928-1948წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1933-1942წწ. აკადემიის პრორექტორი. დავით კაკაბაძე თავდაპირველად დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, 1963 წლის დეკემბერში ქართველი საზოგადოებრიობის მოთხოვნით მისი ნეშტი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. საფლავი გაკეთებულია დავით კაკაბაძისათვის დამახასიათებელი მოდერნისტული მანერით მხატვარ დუდა გაბაშვილის მიერ. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.194

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


კაკაბაძე

1 0

ბადრი დავითის ძე კაკაბაძე დ. 1959წ. 500 მლნ. ბიზნესმენი დაბ. წყალტუბო

2 0

ბადრი კაკაბაძე 1954წ. მსახიობი წარმ. სოფ. ჩხარი თერჯოლა იმერეთი

1 0


ნინო ნოდარის ასული კაკაბაძე 1968წ მსახიობი წარმ. ხონი დაბ. თბილისი

1 0


ალდე კაკაბაძე 1932-2016წწ. მხატვარი, პედაგოგი. წარმ. სოფ. ჩხარი, თერჯოლა, იმერეთი. დაბ. თბილისი.

1 0


ამირ კაკაბაძე 1941-2015წწ. მხატვარი წარმ. სოფ. ჩხარი, თერჯოლა, იმერეთი. დაბ. თბილისი.

1 0


რეზო კაკაბაძე 1932-1994წწ. მხატვარი წარმ. სოფ. ჩხარი, თერჯოლა, იმერეთი.

1 0


სილოვან კაკაბაძე 1895-1993წწ. მოქანდაკე, მხატვარი. დაბ. ხონი, იმერეთი.

1 0


ირაკლი კაკაბაძე 1969წ მწერალი წარმ. სოფ. ჩხარი თერჯოლა იმერეთი

1 0


ედუარდ კაკაბაძე დ.2001წ. ევროპის პრიზიორი ძალოსნობა ქუთაისი

1 0

0 0 2


მერაბ კაკაბაძე დ.1992წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი ქუთაისი

1 0

1 1 3