სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლალი რევაზის ასული ლომთაძე 1955წ. მხატვარი, წარმ. მეორე ტოლა (ამბროლაური), რაჭა
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ლომთაძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

ლალი რევაზის ასული ლომთაძე 1955წ. მხატვარი, წარმ. მეორე ტოლა (ამბროლაური), რაჭა

ლალი ლომთაძე 1955 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის კინო-ტელე განყოფილება 1979 წელს.

მონაწილეობდა 150-ზე მეტ გამოფენაში საქართველოსა და საზღვარგარეთ, მათ შორის, პერსონალური: თბილისის მხატვრის სახლი (1984); ფილმჰაუზის გალერეა (საარბრიუკენი, გერმანია, 1992); შერატონ მეტეხი პალასი (თბილისი, 1993, 1995); საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი, 1995); გალერეა TMS (თბილისი, 2004); UN House, Tbilisi (2004); Paris "Maison du Caucase" (2004; 2007)



საკავშირო და საერთაშორისო გამოფენები (მოსკოვი, 1980, 1985, 1987, 1988, 2001); მინი-გრაფიკის საერთაშორისო ბიენალე (ლოძი, პოლონეთი, 1985, 1987); საქართველოს ხელოვნება (ბერლინი, გერმანია 1988); "დეკო ინ" (ბერლინი, გერმანია, 1989); გალერეა ჰობი (1996, 1998, 2000); ქართული ხელოვნება (მოსკოვი, 1983, 1987, 2003); ქართული გრაფიკა (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1990). ძირითადი ნამუშევრები: "ნატვრის ხე", სერია "ბავშობის გახსენება", სერია "ქართული მოტივები", სერია "შადრევანი", "ჩემი მეგობრები", "ფანჯარა".


1986-2007 წწ. ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კინო დეკორაციის კომპოზიციას; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. პროფესორი. მისი ნამუშევრები ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: საქართველო, აშშ, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, იაპონია, თურქეთი და სხვა.  მიღებული აქვს ექსლიბრისის - რესპუბლიკის კონკურსის I პრემია (1988); მხატვართა კავშირის პრიზი - ექსლიბრისის საკავშირო კონკურსზე (ბაქო, 1987), პრიზი გამოფენაზე "მხატვარი ხატავს პარიზს" (პარიზი, 2005). არის დამდგმელი მხატვარი ფილმებისა: "ყველაწმინდა" (ალავერდი, 1977), "გასეირნება" (1979).



წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.292; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)


  • Lali Lomtadze, Лали Ломтадзе

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 31.05.2025
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ლომთაძე - გვარის 16 ღვთისმსახური

1 0

მერაბ ლომთაძე დაკარგ. 1967-93წ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი

3 0


ერმალო ლომთაძე 1972-2000წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი.

3 0

მიხეილ ნუგზარის ძე ლომთაძე 1975წ. 3,9 მილიარდი ბიზნესმენი დაბ. ბათუმი

2 0

გიორგი ლომთაძე დ.1992წ. ახალგ. ევროპის პრიზიორი ძალოსნობა შტანგა ქუთაისი

1 1

0 0 2


ზაზა ლომთაძე დ.2001წ. ევროპის პრიზიორი ძალოსნობა შტანგა ქუთაისი

1 0

0 1 2


ბექა ლომთაძე დ.1991წ. მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა ქუთაისი იმერეთი

1 0

7 10 4