სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრე მრევლიშვილი 1866-1933წწ. მხატვარი. მცხეთა, ქართლი.

1866-1933 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მრევლიშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ალექსანდრე მრევლიშვილი 1866-1933წწ. მხატვარი. მცხეთა, ქართლი.

ალექსანდრე მრევლიშვილი (1866-1933)

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში, ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ - მხატვარ ლომგოს კერძო სამხატვრო სტუდიაში. 1884-1890წწ. სწავლობდა მოსკოვში - ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში, 1896-1903წწ. კი პარიზში - ჟიულიენის აკადემიაში.  მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი. მის მიერ შექმნილი სახეები ხასიათდება ცხოვრებისეული სიმართლით, ეროვნული თვითმყოფადობით. ნამუშევრები: "კრწანისის ბრძოლის შემდეგ" (1900-1920), "უკანასკნელი მცველნი" (1890-იანი წლები), "სოფლის კანცელარიასთან" (1889), "დაბალი ღობე" (1900, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).


მუშაობდა წიგნის გრაფიკაში. გააფორმა ი. გოგებაშვილის "დედა ენა", "ბუნების კარი", ქართული ზღაპრები. ნაყოფიერად მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. თბილისში არის ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩა. ფერმწერი, გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.691



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


მრევლიშვილი

1 0

იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი 1850-1915წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. იყალთო თელავი

2 0

მაყვალა მრევლიშვილი 1909-92წწ გარდ. 83 წლის მწერალი, ქართველი საბავშვო პოეტი, დაბ. სიღნაღი კახეთი

1 0