სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ბონდო მაცაბერიძე (1959) მწერალი, სამტრედია, იმერეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მაცაბერიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ბონდო მაცაბერიძე (1959) მწერალი, სამტრედია, იმერეთი

ბონდო მაცაბერიძე (1959) დაიბადა ქალაქ სამტრედიაში. 


დაამთავრა მოსკოვის ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის პოეზიის ფაკულტეტი 1990 წელს.

1989 წელს დაარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში -"ალავერდი" და იყო მისი დირექტორი 1994 წლამდე; 1997 წელს დაარსა გამომცემლობა - "ბონდო მაცაბერიძე", რომელიც 2000 წლიდან დარეგისტრირდა ახალი რედაქციით - "გამომცემლობა-ბაკმი", სადაც მუშაობს დღემდე დირექტორის თანამდებობაზე. ავტორია ერთი პოეტური კრებულის - "თმენის ფორმულა"(გამომცემლობა "მერანი" 1990) და ერთი მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის "სადაურსა სად წაიყვან"(გამომცემლობა "ალავერდი", 1992); მის შემოქმედებაზე დაიწერა არაერთი ლიტერატურული წერილი თუ ესე: "კიდევ ერთი პოეტური სანთელი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო"  5 თებერვალი, 1993 წ., ავტ. რევაზ მიშვრლაძე), "მოთიბულ ყვავილებსაც დაუბრუნებს სიცოცხლეს"("მწერლის გაზეთი" N1.(51) 6-12 თებერვალი, 2003 წ., ავტ. ქეთი დოლიძე), "ჩვენი კეთილი ანდერსენი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო" N11. 19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე), "ჩვენ ყველას გვჭირდება ზღაპრები"(წიგნიდან - "მზისფერი  ქუდი ", გამომცემლობა "უნივერსალი",  2005 წ., ავტ. ქეთევან შენგელია), "ცეროდენების გულთამხილავი"("ჩვენი მწერლობა" N1. (53) 2008 წ., ამირან არაბული),  "მეზღაპრე ჯერ ახალგაზრდაა" - ლიტერატურული ესსე(ლიტერატურული პალიტრა N5, მაისი, 2008 წ., ემზარ კვიტაიშვილი), "ზღაპრის სიმფონია"(19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე). მისი ზღაპრები თარგმნილია: რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ, უკრაინულ და ლიტვურ ენებზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
  • 2003 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 06.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




მაცაბერიძე

1 0

ოქროპირ მაცაბერიძე 1971-1993წწ 16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი

3 0

კონსტანტინე მაცაბერიძე დ. 1945წ. ანიმატორი, მხატვარი, რეჟისორი დაბ. სოფ. კვირიწმინდა ამბროლაური

1 0