სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დიმიტრი მაჩხანელი 1861-1903წწ გარდ. 42 წლის,  მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი, კახეთი

1861-1903 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მაჩხანელი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

დიმიტრი მაჩხანელი 1861-1903წწ გარდ. 42 წლის, მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი, კახეთი

დიმიტრი მაჩხანელი (1861-1903) დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული "ახალი სიზმარი" 1880 წელს გამოსცა, მეორე - "სიყვარულის კონა" - 1881 წელს. დ. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა დ. მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". იგი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა "თერგდალეულის", "მთადიდებლის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით.  მისი ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა).




წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.510



ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 04.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 2


მაჩხანელი

1 0

ზურაბ მაჩხანელი 1923-2014წწ სსრკ ჩემპიონი სასტენდო სროლა დაბ. მცხეთა

2 0

8 2 3