სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე 1890-1978წწ  მწერალი, პოეტი,  დაბ. თბილისი

1890-1978 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ალექსიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე 1890-1978წწ მწერალი, პოეტი, დაბ. თბილისი

მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე (1890-1978) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფილოლოგიის ფაკულტეტი 1922 წელს.



პირველი ლექსი "ტბა" 1916 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული "ლექსები" - 1921 წელს. 1926 წელს გამოვიდა მისი საბავშვო პოემა "ნელი ცირკში", რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გეზი - შემდგომში იგი ძირითადად საბავშვო მწერლობაში მუშაობდა. მარიჯანი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის მიერ თარგმნილია კ. ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, ს. მიხალკოვის საბავშვო თხზულებანი, ხოლო იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის "ტარტიუფი", ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება", ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი". მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. მწერალი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა 20 წლის მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირში მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის სექციის მდივან-კონსულტანტად და ამით ხელს უწყობდა საბავშვო ლიტერატურის წინსვლის საქმეს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.249

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ზაზა ალექსიძე 1935-2023წწ აკადემიკოსი, ისტორია, ფილოლოგია: ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს. დაბ. თელავი.

1 0


დავით ალექსიძე 1966წ. მხატვარი. პედაგოგი. დაბ. თბილისი.

1 0


ალექსი ალექსიძე. 1891-1915წწ. მსახიობი. დაბ. ბათუმი. აჭარა.

1 0


მერაბ ალექსიძე 1930-93წწ აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა. წარ. სოფ. ატენი, გორი.

1 0


გურამ ალექსიძე 1939წ. აკადემიკოსი, ბიოლოგია: გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; დაბ. თელავი.

1 0