სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გივი მარგველაშვილი 1927წ  მწერალი, ფილოლოგი, ბერლინი, გერმანია
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მარგველაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

გივი მარგველაშვილი 1927წ მწერალი, ფილოლოგი, ბერლინი, გერმანია

გივი მარგველაშვილი (1927) დაიბადა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი.





უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა. მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული "პერესტროიკის" შედეგად, მიეცა საშუალება - პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ - კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 




1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, "კაპიტანი ვაკუშის", მეორე ტომი, აგრეთვე რომანები "მუცალი", "დიდი კორექტურა", პროზაული კრებულები: "გადაუგდებელი ხელთათმანი", "სიცოცხლე ონტოტექსტში". მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის "ქალაქის მწერლად" გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

წყარო: გივი მარგველაშვილის პირადი გვერდი: giwi-margwelaschwili.de

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 14.12.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 2


მარგველაშვილი

1 0

ვაჟა მარგველაშვილი დ.1993წ. მსოფლიო პრიზიორი ძიუდო გორი

1 0

11 6 10


ნიკა მარგველაშვილი დ.2003წ. ევროპის პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ქუთაისი

1 0

0 1 0


თორნიკე მარგველაშვილი დ.2000წ. ახალგ. მსოფლიო ჩემპიონი სამბო ქარელი

1 0

1 0 1