სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნიკო ლორთქიფანიძე 1880-1944წწ გარდ. 64 წლის, მწერალი, დაბ. სოფ. ჩუნეში, წყალტუბო, იმერეთი

1880-1944 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ლორთქიფანიძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ნიკო ლორთქიფანიძე 1880-1944წწ გარდ. 64 წლის, მწერალი, დაბ. სოფ. ჩუნეში, წყალტუბო, იმერეთი

ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944) დაიბადა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეთში.  



სწავლობდა ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა. სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში-ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 წელს ნ. ლორთქიფანიძე სამშობლოში დაბრუნდა. იგი გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისისა და ქუთაისის სკოლებში და 1928–1940 წლებში საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, სადაც შემდგომში უცხო ენათა კათედრის გამგე გახდა. 1921–1924 წლებში ნ. ლორთქიფანიძე ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ნ. ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი" და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა. მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა ნ. ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება. ნიკო ლორთქიფანიძე დაკრძალული იყო ვერის საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაოზე, 1968 წელს გადასვენებულ იქნა დიდუბის პანთეონში.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.242



ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 06.01.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ლორთქიფანიძე

1 0

5.17 გრიგოლ II (ლორთქიფანიძე) - 1696-1742 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


ტარიელ ლორთქიფანიძე ვლადიმერის ძე (1938-2001) საბჭოთა გენერალი დაბ. ქუთაისი

1 0


აჰმედ ავნი-ფაშა (ლორთქიფანიძე) 1874-1930წწ ოსმალეთის გენერალი დაბ. ბათუმი, აჭარა.

2 0


რამაზ ლორთქიფანიძე 1955-1992წწ 30/11/92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ოთარ ლორთქიფანიძე 1930-2002წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ისტორია დაბ. ქუთაისი.

1 0


დავით ლორთქიფანიძე 1905-1992წწ პედაგოგი, აკადემიკოსი. სალხინო, ვანი, იმერეთი.

1 0


გურამ ლორთქიფანიძე 1930-2008წწ მსახიობი,რეჟისორი წარმ. ვანი იმერეთი

1 0


ნანა ლორთქიფანიძე დ.1962წ. მსახიობი წარმ. ვანი იმერეთი

1 0


ნინო ლორთქიფანიძე (1959) მსახიობი წარმ. ვანი იმერეთი

1 0


კონსტანტინე ლორთქიფანიძე 1905-86წწ მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი, დაბ. სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია,

1 0


მარიკა ლორთქიფანიძე 1922-2018წწ აკადემიკოსი, ისტორია. დაბ. ბათუმი, აჭარა.

1 0


გურამ ლორთქიფანიძე 1938-2019წწ აკადემიკოსი არქეოლოგი დაბ. ბათუმი აჭარა

1 0


თათია ლორთქიფანიძე დ.1993წ. ევროპის პრიზიორი ძალოსნობა შტანგა წარმ. ვანი იმერეთი

1 0

1 0 1


გრიგოლ ლორთქიფანიძე 1881-1937წწ სამხედრო მინისტრი დაბ. სოფ. ისრითი ვანი იმერეთი

1 0