სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ირაკლი ლომოური .1959წ. დრამატურგი, მწერალი დაბ. სოფ. არბო გორი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ლომოური სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ირაკლი ლომოური .1959წ. დრამატურგი, მწერალი დაბ. სოფ. არბო გორი

ირაკლი ლომოური (1959) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით 1981 წელს.



პირველი მოთხრობა "შემთხვევა" გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში" 1982 წელს. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში. 1989–1991 წლებში – გაზეთების "საქართველო" და "თავისუფალი საქართველო" რედაქციებში. 1992–1996 წლებში იყო საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგე და იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიასა და რელიგიის ისტორიას თბილისის სკოლებში, ასევე კითხულობდა ლექციებს აკადემიასა და სემინარიაში. იყო ჟურნალ "დილას" დამატების პასუხისმგებელი რედაქტორი. გამოცემული აქვს გაზეთ "საოჯახო საკითხავის" ერთადერთი ნომერი 1995 წელს. პერიოდიკაში იბეჭდება 1982 წლიდან. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული, ორი დეტექტიური რომანი, ასევე საბავშვო წიგნი -"33 სახალისო რითმოცანა"  (ლექსები ბავშვებისათვის). იყო სცენარისტი თოჯინური სერიალისა "ჩვენი ეზო" (Save The Children-ის და "ტელეიმედის" ერთობლივი პროექტი). დაწერილი აქვს სამი პიესა (დაიდგა გორის დრამატულ, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში) და ოთხი რადიოპიესა (დაიდგა საქართველოს რადიოში). ინგლისურიდან ნათარგმნი და გამოცემული აქვს ო'ჰენრის მოკლე მოთხრობების კრებული 2009 წელს და მარიო პიუზოს რომანი "ნათლია"  2007 წელს. მერაბ კოკოჩაშვილმა მისი მოთხრობის მიხედვით 2009 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "უსუი".


ბიბლიოგრაფია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ლომოური

1 0

ნესტორ (გელა) ლომოური 1950-93წ. გარდ სამაჩაბლო დაბ. სამაჩაბლო ზნაური ყორნისი

3 0

იულონ ლომოური 1885-1966წწ აკადემიკოსი, აგრონომ მემცენარე. დაბ. სოფ. არბო, გორი.

1 0