სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დავით კლდიაშვილი 1862-1931წწ მწერალი, სოფ. სიმონეთი, თერჯოლა, იმერეთი

1862-1931 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კლდიაშვილი სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

90       ბეჭდვა

დავით კლდიაშვილი 1862-1931წწ მწერალი, სოფ. სიმონეთი, თერჯოლა, იმერეთი

დავით კლდიაშვილი (1862-1931) დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში. დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია 1880 წელს; 1882 წელს მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელი.



1882 წლიდან მუშაობდა სამხედრო სამსახურში ქ. ბათუმში. იყო მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი. დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგეციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან. 1905-1907წწ. რევოლუციის შემდეგ არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1908 წლიდან ჯერ ქუთაისში, შემდგომ ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშობდა. 1915 წელს მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისთვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და სამშობლოში დაბრუნდა. მისი პირველი მხატვრული თარგმანები 1885 წელს, ჟურნალ "თეატრში" დაიბეჭდა. დ. კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში  გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი - ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც  მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა. მწერლის მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის აზრაურების" ცხოვრების  მწუხრის ასახვა - პირველად გამოჩნდა მოთხრობაში "სოლომონ მორბელაძე" (1894). სწორედ  აქ დაინახა მწერალმა თავისი "ცრემლნარევი სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების  შინაგანი ტრაგიკული ბუნება, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი ინდივიდულობა  მიანიჭა. მწერალი  მწვავედ განიცდის ყოველივე ამას და მხოლოდ იშვიათად მიმართავს მძაფრ, დაუნდობელ  სატირას ("ბაკულას ღორები", 1920). მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა; ორტომეული 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად - 1933, 1935 და ა.შ.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.5.-თბ., 1980.-გვ.552



ბიბლიოგრაფია







კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


კლდიაშვილი

1 0

კოკა კლდიაშვილი გარდ. 1966-92წწ გარდ. ლესელიძე, აფხაზეთი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. სიმონეთი თერჯოლა

1 0


ეფროსინე კლდიაშვილი 1839-1913წწ მსახიობი. დაბ. ხაშური, ქართლი.

1 0


სერგო კლდიაშვილი 1893-1986წწ დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი, დაბ. სოფ. სიმონეთი, თერჯოლა, იმერეთი

1 0