სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ჯანრი კაშია 1939-2012წწ ისტორიკოსი დაბ. ბათუმი, აჭარა

1939-2012 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კაშია სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ჯანრი კაშია 1939-2012წწ ისტორიკოსი დაბ. ბათუმი, აჭარა

ჯანრი კაშია (1939-2012) დაიბადა ქალაქ ბათუმში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.



1964-1967წწ. - საქართველოს ტელევიზიის უმცრ. ტექ. რედაქტორი(ლიტერატურულ-დრამატულ და კინო გადაცემათა რედაქცია); 1967-1977წწ. - თბილისის სამხატვრო აკადემიის მასწავლებელი, შემდეგ უფრ. მასწავლებელი; 1969-1975წწ.  - თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის, ესთეტიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი; 1982 წლის სექტემბერში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში(ჩააბარა საბჭოთა პასპორტი) და 1992 წელს გახდა საფრანგეთის მოქალაქე. 1982-1983წწ.  პარიზში მუშაობდა ჟურნალისტად; 1983-1984წწ. - "რადიო თავისუფლება"(მიუნხენი)-ჟურნალისტი, შემ-მდგომ ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი. 1986 წელს "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში მიწვეულ კონსულტანტად (ვაშინგტონი) მუშაობდა. 1987-1992წწ.  - "რადიო თავისუფლების" ქართული რედაქციის ოფიცილაური კორესპონდენტი პარიზში. 1984 წლიდან ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალის "ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. იყო ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის დამაარსებელი. 2004 წელს საქართველოში დაბრუნებისას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2002-2005წწ.  ავტორი და წამყვანი ტელე-გადაცემებისა: "არჩევანი თქვენი", "ნადიმი ჯანრი კაშიასთან" (იმედი) და "202"-ზე. 2009-2012წწ. ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი.



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • თბილისის ბავშვთა სამხატვრო გალერეის (ბავშვთა შემოქმედების მუზეუმი), თანადამაარსებელი და დირექტორი (1969-1970)
  • ქართულ-ევროპული ინსტიტუტი (საქართველოს კავკასიის და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი), დამაარსებელი და დირექტორი (1983-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


კაშია

1 0