სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დავით კარიჭაშვილი   1863-1927წწ  ისტორიკოსი, მწერალი, დაბ. სოფ. ხიდისთავი, გორი, ქართლი

1863-1927 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კარიჭაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

დავით კარიჭაშვილი 1863-1927წწ ისტორიკოსი, მწერალი, დაბ. სოფ. ხიდისთავი, გორი, ქართლი

დავით კარიჭაშვილი (1863-1927) დაიბადა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 



1885 წლიდან მისი კრიტიკული პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "თეატრი", "მოამბე", "ჯეჯილი", "კვალი", "ივერია" და სხვ. 1887 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა - "სამი მსხვერპლი". 1921-1927წწ. უნივერსიტეტის სიძველეთსაცავის მცველი. 1905 შეადგინა "კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისა". ავტორია რუსთველოლოგიური ნაშრომებისა: "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის რეცენზიის გამო"(1904),  "ვეფხისტყაოსნის შედგენილობა". 1903 და 1920 გამოსცა "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც საფუძვლად დაედო პოემის 1888 წლის დაბეჭდილი ტექსტი. აქვს გამოკვლევები ქართული ქორონიკონის, ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, აგრეთვე ნაშრომები საქართველოს ისტორიაში. დ. კარიჭაშვილს ეკუთვნის აგრეთვე "ქართული წიგნის ბეჭვდის ისტორია"(1929), "ქართული ენის გრამატიკა. ეტიმოლოგია"(1930) და სხვ.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.207


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მდივანი (1885-1892)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 21.05.2024
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


კარიჭაშვილი

1 0