სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
შალვა ქიქოძე 1894-1921წწ მხატვარი, სოფ. ბახვი, ოზურგეთი. გურია.

1894-1921 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ქიქოძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

შალვა ქიქოძე 1894-1921წწ მხატვარი, სოფ. ბახვი, ოზურგეთი. გურია.

შალვა ქიქოძე (1894-1921)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა.

1902 წელს შევიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში რუსულიდან თარგმნა და თვითონვე დაასურათა სერ არტურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"; 1912 წელს იგი ქმნის ილუსტრაციებს ამირანის თქმულებისათვის. ქართული გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1914 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოება" სტიპენდიას უნიშნავს და იგი მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ირიცხება; პარალელურად იგი გამოცდებს აბარებს მოსკოვის "ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების" ინსტიტუტში, თუმცა ორი წლის მანძილზე ვერ ახერხებს აქ მოხვედრას. 1916 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სამხატრო სასწავლებელში ფერწერის ჯგუფში, სადაც მან ორი წელი ისწავლა; 1918 წელს სამშობლოში ბრუნდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება.


ამავე წლის ბოლოს მას "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მდივნად ირჩევენ; საქართველოში დაბრუნებული ჟურნალებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს; მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში "ლახტი", "ეშმაკის მათრახი", ასევე თანამშრომლობდა თეატრალურ ჟურნალებთან "თეატრი და ცხოვრება", "თეატრი და მუსიკა", რუსულენოვან ჟურნალთან "ხელოვნება"; 1918 წელს მხატვარი რეჟისორ გიორგი ჯაბადარის მიწვევით მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლებს აფორმებს. ცნობილია, რომ ქმნის დეკორაციებს ჯაკოსის პიესისათვის "ვითა ფოთლები" და ბრიეს მუსიკალურ დრამისათვის "სარწმუნოება", სამწუხაროდ, დეკორაციები არ შემორჩენილა. 1919 წელს მხატვარი მონაწილეობას იღებს თბილისში "დიდების ტაძარში" გამართულ მასშტაბურ გამოფენაში; 1920 წლის 13 იანვარს "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მიერ დანიშნული სტიპენდიით შალვა ქიქოძე სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად სასწავლებლად პარიზში მიემგზავრება; 1921 წელს მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი მხატვრების საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენაში. მისი გამოფენები მოეწყო სხვადასხვა გალერეებში: კერძოდ "ლა ლიკორნსა" და "დამოუკიდებელთა სალონში". ა. ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო სათეატრო მუზეუმში დაცულია მოსკოვის თეტრ-კაბარე "ღამურას" ფარდა, რომელიც შ. ქოქიძის მიერ არის მოხატული.

წყარო: https://burusi.wordpress.com/2009/10/28/shalva-qiqodze-2/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (+1896) დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი, გურია.

4 2


ბესარიონი (ბასილი) მაქსიმეს ძე ქიქოძე 1807-1896წწ სქემმონაზონი, ათონის მთა დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი

2 0

ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე 1806-1891წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი

2 0

ბახველი (ოზურგეთი) ქიქოძე ების სამღვდელო ოჯახი

2 0

ქიქოძე

1 0

გერონტი ქიქოძე 1888-1960წწ კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, დაბ. ბახვი, ოზურგეთი, გურია

1 0