სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დიმიტრი შევარდნაძე 1885-1937წწ.  მხატვარი. დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი, გურია.

1885-1937 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი შევარდნაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

დიმიტრი შევარდნაძე 1885-1937წწ. მხატვარი. დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი, გურია.

დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი.

სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში 1907-1912წწ; მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში 1912 წელს.


1920-იან წლებში იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი, თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში; 1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში; 1917 წელს მისი თაოსნობით "დიდების ტაძარში" მოეწყო ქართული ფრესკის I გამოფენა; 1917 წელს მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში; 1918 წელს შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი;  1925 წელს შექმნა ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი; ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა: "ავტოპორტრეტი"(1910), "ქალი ფანჯარასთან საკერავით"(1913), "მოხუცი პროფილში"(1914), "მათემატიკის მასწავლებელი"(1918); მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის"(1924), მ. ბალანჩივაძის ოპერის "თამარ ცბიერისა"(1926) და დ. არაყიშვილის ოპერის "თქმულება შოთა რუსთაველზე"(1919) კოსტუმების ესკიზები; პირველი ქართული პანტომიმის "მზეთამზე"(თ. ვახვახიშვილის, 1929) კოსტიუმებისა და ბუტაფორიების ესკიზები; იგი იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – "ქრისტინეს"(1916) დამდგმელი მხატვარი, აგრეთვე ფილმებისა: "ვინ არის დამნაშავე?"(1925), "ელისო"(1928), "ჯანყი გურიაში"(1929). დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლისა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართული ისტორიული ძეგლების დაცვაში. დიდი მუშაობა გასწია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებისთვის.


განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების, სურათების გამოფენა-თავმოყრა-შესწავლა-პოპულარიზაციაში. 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი, რეაბილიტირებული 1956 წელს. 2012 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელი საქართველოს ეროვნული გალერეას დაერქვა. ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.702


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფი, წევრი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0