სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნიკუშა შენგელაია (1958) მხატვარი წარმ. სოფ. ობუჯი წალენჯიხა
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი შენგელაია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

118       ბეჭდვა

ნიკუშა შენგელაია (1958) მხატვარი წარმ. სოფ. ობუჯი წალენჯიხა

ნიკუშა შენგელაია 24 ოქტომბერი, 1958 წელი


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადმიის ფერწერის ფაკულტეტი 1982 წელს.

სადიპლომო ნამუშევარი: "გოგონა ხოხობით". 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის, რუსეთის კერძო კოლექციებში. 1991-1995წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. 1984 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ფილმი "სოფიკოს" დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "მატარებელი"(1984), "თეთრი ღამე"(1984), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1984), "სიკეთის ტელეფონი"(1986), "ხარება და გოგია"(1987),  "სკამი"(2004), "მიდიოდა მატარებელი"(2005) და სხვ.

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/mxat.php?kod5=118


მამა გიორგი შენგელაია (დ. 11 მაისი1937მოსკოვი — გ. 17 თებერვალი2020,[1] თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). რეჟისორ ელდარ შენგელაიას ძმა.


სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი1937 — გ. 2 მარტი2008თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე.


მამის მამა ნიკოლოზ მიხეილის ძე შენგელაია (დ. 8 აგვისტო1901, სოფ. ობუჯიწალენჯიხის რაიონი — გ. 4 იანვარი1943, სოფ. ვაზიანისაგარეჯოს რაიონი) — ქართველი სცენარისტი და კინორეჟისორი, ფუტურისტი პოეტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1935), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941).


მამის დედა ნატალია (ნატო) გიორგის ასული ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) (დ. 14 ივნისი1904ვარშავაპოლონეთი — გ. 14 ივნისი1953, დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, დაკრძალულია თბილისში) — საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2020
ბოლო რედაქტირება 05.01.2023
სულ რედაქტირებულია 2




შენგელაია იოაკიმე გრიგოლის ძე 1882-1954წწ არქიმანდრიტი სოფ. ობუჯი, ჩხოროწყუ დაკრძ. ილორის მონასტერში

2 0

ევგენი (იუსტინე) გიორგის ძე შენგელაია 1872-1942წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ობუჯი, წალენჯიხა

2 0

შენგელაია - გვარის 10 ღვთისმსახური

2 0

დემნა შენგელაია 1896-1980წწ აკადემიკოსი მწერალი დაბ. სოფ. საჭილაო სამტრედია იმერეთი

2 0