თეოდორე II, თევდორე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თამარ მეფის დროს, დაახლოებით 1187-1204. 1190-1191 ებრძოდა მეფის მოწინააღმდეგე დიდგვარიან ფეოდალებს. ბასიანის ბრძოლის დროს თამართან ერთად ბრძოლის ველამდე გაჰყვა ქართველთა ლაშქარს. თეოდორე II-მ გააფართოვა გელათისა და შიომღვიმის სამეფო მონასტრების სამფლობელოები.
 
				   			 
					 
   
									   
									   
									   
									   
									  