სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლევან ცუცქირიძე  1926-2021წწ  მხატვარი დაბ. ხაშური, ქართლი.

1926-2021 წწ. გარდ. 95 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ცუცქირიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ლევან ცუცქირიძე 1926-2021წწ მხატვარი დაბ. ხაშური, ქართლი.

ლევან ცუცქირიძე  12 იანვარი 1926  დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.


ლევან სიმონის ძე ცუცქირიძე (დ. 12 იანვარი1926ხაშური, — გ. 17 ნოემბერი2021) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974).



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის კლასები 1957 წელს.

1960-1963წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1967-1975წწ. წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტი; 1975-2005წწ. იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. არის ილუსტრატორი წიგნებისა: "ვეფხისტყაოსანი", "შუშანიკის წამება", "სადღეგრძელო" (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, "ფაუსტი"(გოეთე) და სხვ. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს "შოთა რუსთაველი" და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ "არსი", 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული "წმინდა ოთხთავი". 


არის შესანიშნავი პორტრეტისტი. მისი პირველი  პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში. ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი; პროფესორი(1990). 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 386


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომი, საბავშვო წიგნის საუკეთესო გაფორმებისთვის
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2020
ბოლო რედაქტირება 12.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


გიორგი ცუცქირიძე 1785 წელს, სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

2 0

ცუცქირიძე

1 0

იური ცუცქირიძე 1973-93 წწ გარდ. 20 წლის კინდღი აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრამუხა ხაშური

3 0


როსტომ ცუცქირიძე ჟორას ძე 1967-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. სვერი, ჭიათურა.

3 0

თეიმურაზ ცუცქირიძე ანზორის ძე 1972-1993წწ გარდ. 21 წლის ტამიში აფხაზეთი დაბ. სვერი, ჭიათურა.

4 0

რევაზ ცუცქირიძე 1925-1987წწ. მხატვარი. დაბ. თბილისი

1 0


კონსტანტინე ზაქარიას ძე ცუცქირიძე 1912-1945წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945)სოფელი სვერი, ჭიათურა, იმერეთი.

1 0