სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
იოსებ იმეხუზლა იასე რაჭველი 1860-1919წწ   მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი   ბაილეთი, ოზურგეთი, გურია

1860-1919 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი იმეხუზლა სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

იოსებ იმეხუზლა იასე რაჭველი 1860-1919წწ მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ბაილეთი, ოზურგეთი, გურია

იოსებ იმეხუზლა დაიბადა 1860 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში. 


დაამთავრა სოფლის ერთკლასიანი სასწავლებელი. სოფლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ, მშობლების თანხმობით, რაჭის ორკლასიან სასწავლებელში გაგზავნა. სკოლის დასრულების შემდეგ დარჩა რაჭაში. შეუერთდა არალეგალურ ორგანიზაციას, რომელიც მალევე ჟანდარმერიამ დახურა. დაბრუნდა გურიაში, თუმცა 1880-იან წლებში გადახვეწა მოუწია ოსმალეთში. საბერძნეთსა და სტამბოლში ყოფნის დროს შეისწავლა ენები. იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალას და დააარსა ამხანაგობა "გეორგია". გადასახლებაში მყოფი, იასე რაჭველის ფსევდონიმით, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს, რომლებიც პატრიოტულ სულისკვეთებას უღვივებდა მკითხველთ. 1904 წელს დაბრუნდა საქართველოში, თბილისის თვითმმართველობასთან გზების ქვებით მოპირკეთებასთან დაკავშირებით დადო შეთანხმება. ქვები თავდაპირველად საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა, შემდეგ კი - სოფ. კურსებიდან (ქუთაისის მაზრა). 1907 წელს მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო, თუმცა დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. გადავიდა ლაგოდეხში. დაიწყო ხელნაწერი ჟურნალის "ჰერეთი" გამოცემა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი ფოტოები და თარგმანები იბეჭდებოდა. 1919 წლის მარტში ლაგოდეხში მოულოდნელად გარდაიცვალა. ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოქვეყნდა გარდაცვალების ნეკროლოგი და მასზე იოსებ არიმათიელის წერილი. მის ხსოვნას ვარდენ ყიფიანმა ლექსი მიუძღვნა. 1920 წლის 24 ივნისს მუშათა ცენტრალურ კლუბში იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავი საღამო გაიმართა - "საღამო სოსიას ღელე". დამსწრეებს სიტყვით იოსებ იმედაშვილმა მიმართა. ლექსები წაიკითხეს მგოსნებმა: ვ. რუხაძემ, იოსებ გრიშაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, დარია ახვლედიანმა და სხვ. იასე რაჭველი არაერთი ლექსის, პოემის, მოთხრობისა თუ რომანის ავტორია. 


წყაროსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.203

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.03.2023
სულ რედაქტირებულია 1