სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
აღალო თუთავი (თუთაშვილი) 1842-1912 წწ მწერალი, პუბლიცისტი დაბ. სოფ. ბზვანი ვანი იმერეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი თუთაშვილი სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

აღალო თუთავი (თუთაშვილი) 1842-1912 წწ მწერალი, პუბლიცისტი დაბ. სოფ. ბზვანი ვანი იმერეთი

აღალო თუთაევი, აღალო თუთაშვილი გარდაიცვალა 26 მაისი, 1912


თანამშრომლობდა ქართულ  პრესასთან("დროება", "ივერია", "თემი" და სხვ.). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, პიესებს, ნაკვესებს. XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. იყო გორის სცენისმოყვარეთა საზოგადოების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. 1877 წელს ნ. დიასამიძესთან ერთად საკუთარი ხარჯით გადააკეთა გორის ძველი როტონდა და თეატრი დააარსა. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა საღებავების ქარხანა, რომლის შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა(მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს და სხვ. დიდუბეში, საკუთარ სახლში, დაარსებული ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო). მისი პიესები("ცოლი ვიტირო თუ ფული?", "უცნაური არშიყი" და სხვ.) იდგმებოდა თბილისში, გორში, თელავში, ცხინვალში, ოჩამჩირეში. თეატრალური მოღვაწე, ქველმოქმედი.


 წყარო: georgianencyclopedia.ge 

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


გიორგი თუთაშვილი დ.1999წ. ევროპის ჩემპიონი ძიუდო ქუთაისი

1 0

1 2 2