სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჭიჭიკო ბეგალიშვილი 1910-1982წწ   მსახიობი. დაბ.  ქუთაისი, იმერეთი.

1910-1982 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბეგალიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

96       ბეჭდვა

ჭიჭიკო ბეგალიშვილი 1910-1982წწ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

ჭიჭიკო ბეგალიშვილი (2 ოქტომბერი 1910-1982)  მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1928 წელს.

1928 წელს სწავლობდა ქუთაისის თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში. 1933 წელს ამავე თეატრის მსახიობი, ხოლო 1942 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ამირანი, სერაფიონ ბრეგაძე (დ. კლდიაშვილის "უბედურება", "სამანიშვილის დედინაცვალი"); პაჭუტია (მ. გოგოლაშვილის "გულსუნდა"); თავადი გუბაზი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"); ხახული, ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვარლამ სარჯველაძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"); ყოჩაღი აშუღი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ხაფიჩია (პ. სამსონაძის "სალტე"); სოსანა (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"); სპირიდონ მცირიშვილი, გერვასი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"); ტუხა, მუხრან ბატონი (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"); ლუილაჟი (ნ. ზარხის "ჯოი სტრიტი"); რადისტი, მოცეკვავე (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), მეფე (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"). ივანე (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), რაბინი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ბიონდელო (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და სხვა. 1959 წელს მუშაობდა კინოთეატრ "ოქტომბრის" დირექტორად. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბეგალიშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

2 0

ალეკო ბეგალიშვილი 1968წ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


ბადრი ბეგალიშვილი 1933-2013წწ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ბადრი ბეგალიშვილი 1973წ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0