სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნინო ბეროზაშვილი 1918-1983წწ გარდ. 65 წლის, მსახიობი დაბ. სოფ. ტეზერი, ხაშური, ქართლი.

1918-1983 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბეროზაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ნინო ბეროზაშვილი 1918-1983წწ გარდ. 65 წლის, მსახიობი დაბ. სოფ. ტეზერი, ხაშური, ქართლი.

ნინო ბეროზაშვილი (1918-1983) მსახიობი.

დაბადების ადგილი: სოფელი ტეზერი, ხაშურის რაიონი.


დაამთავრა თბილისის პროლეტკულტის დრამატული სტუდია. მუშაობდა ხაშურის, სიღნაღის, ნაძალადევისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. 1939 წლიდან იყო გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიანე, რუქაია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლიდია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ძიძია (ალ. გაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ბაბალე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), საბედო უთურგაული (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ქაბატო (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), კოწო (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), აღათი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), მოხუცი ქალი (გ. შატბერაშვილის "მკვდრის მზე"), ხორეშანი (ო. ჩხეიძის "თედორე"), მათხოვარი (ა. დენერის "დები ჟერარ"). ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო გორის აღმასკომის წევრი და რამოდენიმე მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/294523


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 13.04.2022
სულ რედაქტირებულია 1




ბეროზაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

ჯოლბორდი ბეროზაშვილი, ვასილის ძე 1943წ. საქართველოს გენერალი დab. გორი

1 0