სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თინათინ ბურბუთაშვილი 1921-1978წწ მსახიობი. მცხეთა, ქართლი.

1921-1978 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბურბუთაშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

თინათინ ბურბუთაშვილი 1921-1978წწ მსახიობი. მცხეთა, ქართლი.

თინათინ ბურბუთაშვილი (24 ივლისი 1921-1978) მსახიობი.


დაბადების ადგილი:  მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი.

1943 წელს დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სკოლა, 1972 წელს თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი.


1943–1949წწ. იყო ხაშურის თეატრის, 1949–1978წწ. თელავის სახელმწიფო  თეატრის მსახიობი; მუშაობდა პედაგოგად თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბეატრიჩე(გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), სალომე-კინტო(წერეთლის "კინტო"), ხანუმა(ა. ცაგარლის "ხანუმა"), მარფა(დარასელის "კიკვიე"), ვანა(ი. ჯავახიშვილისა და ა. აბშილავას "ვაზისუბნელი ძმაბიჭები"), ჯემა(ვოინიჩის "კრაზანას" მიხედვით), ლარისა(ოსტროვსკის "უმზითვო"), დედა(გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"). გადაღებულია კინოფილმებში: გოგონა("ჯურღაის ფარი"), შეთეს დედა("ნატვრის ხე") და სხვ. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბურბუთაშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

2 0