სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ასია დათებაშვილი 1910-1984წწ  მსახიობი. დაბ. თბილისი.

1910-1984 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი დათებაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ასია დათებაშვილი 1910-1984წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

ასია დათებაშვილი ( 4 ოქტომბერი 1910-1984) მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1917-1928წწ. სწავლობდა თბილისის მე-3 გიმნაზიაში. პარალელურად მუშაობდა თბილისის ხელოსანთა კლუბში. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ბორჯომის (1932-1936), ბაქოს ქართულ (1937-1938), ზუგდიდის (1938-1945) თეატრებში. 1945 წლიდან ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პირიმზისა, პირიმთვარისა, კინტო (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი", "კინტო"), ნინო (ს. კლდიაშვილის "დაბრუნება"), ლიდია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), სიდუხჭირე, ფოფოდია (შ. დადიანის "გეგეჭკორი". "გუშინდელნი"). გულჩინე, სიდონია (ა. ყაზბეგის "არსენა"), დედინაცვალი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), რაიკომის მდივანი, ფატი (ვ. პატარაიას "სანაპიროზე", "უჩა უჩარდია"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), ვარვარა ხარიტონოვნა (ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული"). ცისანა მამიდა (ა. ბელიაშვილის "შვიდკაცა"). ქალბატონი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე") და სხვა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


დათებაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

ალექსანდრე დათებაშვილი 1969-92წწ. გარდ. 23 წლის, გაგრა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი

4 0