სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი დეისაძე 1909წ მსახიობი.  დაბ. ქუთაისი, იმერეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი დეისაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

118       ბეჭდვა

გიორგი დეისაძე 1909წ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

გიორგი დეისაძე ( 1 აგვისტო 1909) მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1918-1926 წლებში სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია, 1928-1930 წლებში სწავლობდა ქუთაისის თეატრის ექსპერიმენტულ სტუდიაში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით.

1931 წლიდან იყო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათა (ს. მთვარაძის "აურიე რგოლი"), ხუტა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კლიმკა (ნ. ოსტროვსკის "პავკა კორჩაგინი"), ბაადური (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ყარამანი (კ. გოგიჩაიშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), მალხაზი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), პეტროვიჩი (ი. არაყიშვილის "თამარის ბაქანი"), ქოქიაშვილი, სერგეი(გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), კოჩია, ჯაშუში (გ. ბერძენიშვილის "მშვიდობის მტრედები", "აჭარის მთებში"), ტიტიკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კორესპონდენტი (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), ყარამანი, კაკო (გ. ნახუცრიშვილის "პატარა მეგობრები") და სხვ.

გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


დეისაძე - გვარის 4 ღვთისმსახური

1 0

ვაჟა თეიმურაზის ძე დეისაძე 1964-93წ. დაკარგ. ლაბრა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო გომი კასპი ქართლი

2 0