სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
4.8 ბასილ VI 1517-1528; 1529-1531 წწ. საქართველოს კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

4.8 ბასილ VI 1517-1528; 1529-1531 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

ბასილ VI — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1517-1528 და 1529-1531 წლებში. მისი მოღვაწეობა უმთავრესად აღსანიშნავია სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ საქართველოს საპატრიარქოზე ეკლესიური დამოკიდებულების აღდგენითა და საკათოლიკოსო ყმა-მამულის ზრდით. რეალურად, ეკლესიური გამთლიანება ყვარყვარე III-ის ათაბაგობის დროს განხორციელდა.

1518 წლიდან სამცხის ეკლესია კვლავ კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაშია. კათოლიკოსია აწყურის მთავარეპისკოპოსისა და სამცხის სხვა ეპისკოპოსების მაკურთხეველი, მასვე გადაეცემა სამცხეში მისი კუთვნილი ყმა-მამულის გამოსავალი, ის კვლავ მოიხსენიება წირვა-ლოცვის დროს სამცხის ეკლესიებში.

მნიშვნელოვანია ბასილი კათოლიკოსის წვლილი საკათოლიკოსო საყდრის ყმა-მამულის აღდგენა-განახლების საქმეში. საკათოლიკოსო მამულები დავით X-ის მხარდაჭერით სვეტიცხოვლისათვის დაუბრუნებია. 1525 წლის საბუთით, დავით X და მისი ძმები, გიორგი და ბაგრატი, ბასილი კათოლიკოსს „მამა-პაპათაგან“ მცხეთისათვის შეწირულ მამულებს სრული შეუვალობის პირობით უმტკიცებენ და მხოლოდ ლაშქარ-ნადირობას აკისრებდნენ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0