სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ ზაუტაშვილი 1931-2005წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1931-2005 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ზაუტაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

81       ბეჭდვა

ოთარ ზაუტაშვილი 1931-2005წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

ოთარ ზაუტაშვილი ( 9 ოქტომბერი 1931-2005) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. 


1955-2005წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სხვადასხვა დროს იყო რეჟისორის ასისტენტი, სპექტაკლის წამყვანი, რეჟისორი. დადგა რამდენიმე სპექტაკლი, ასრულებდა სახასიათო როლებს. კინოდებიუტი შედგა ფილმში: "ბურთი და მოედანი" (ყ. მგელაძე, 1961). მონაწილეობს ფილმებში: "არდადეგებზე" (მ. კოკოჩაშვილი, 1962, პილოტი), "ბოდიშით, თქვენ გელით სიკვდილი" (ყ. მგელაძე, 1965), "პიერი, პოლიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965), "გიორგობისთვე" (ო. იოსელიანი, 1966, შოთა), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (დ. რონდელი, 1967), "ჩამავალი მზე" (თ. ფალავანდიშვილი, 1970), "ქვევრი" (ი. კვირიკაძე, 1970), "ზღვის მგელი" (რ. ჭარხალაშვილი, 1972), "ვერის უბნის მელოდები" (გ. შენგელაია, 1973, ყასაბი მიხაკა), "წკიპურტები" (რ. ესაძე, 1973, სტუმარი), "ლაზარეს თავგადასავალი" (ქ. ხოტივარი, რ. ხოტივარი, 1973, თავადი), "წყაროს გზის პირას" (თ. ფალავანდიშვილი, 1974), "მოხეტიალე რაინდები" (თ. ფალავანდიშვილი, 1975), "გასეირნება თბილისში" (ნ. მჭედლიძე, 1976), "დათა თუთაშხია" (გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978, მახოს მეაბჯრე), "შესვენება" (გ. წულაძე, 1978), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (გ. მატარაძე, 1983) და სხვ. 1987 წლიდან ასრულებდა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის დირექტორის მოადგილის მოვალეობას.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ზაუტაშვილი - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0

ილიკო ზაუტაშვილი 1952წ. მხატვარი, ქ. თბილისი.

1 0