სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ბუხუტი ზაქარიაძე 1913-1988წწ  მსახიობი. დაბ. სანგა-ჩალე, აზერბაიჯანი.

1913-1988 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ზაქარიაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

84       ბეჭდვა

ბუხუტი ზაქარიაძე 1913-1988წწ მსახიობი. დაბ. სანგა-ჩალე, აზერბაიჯანი.

ბუხუტი ზაქარიაძე ( 14 ივნისი 1913-1988) მსახიობი.


დაბადების ადგილი: სანგა-ჩალე, აზერბაიჯანი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა 1931 წელს ხონის, 1933–1934წწ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, 1935–1937წწ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის, 1937–1941წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის, 1941–1945წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის, 1945–1948წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის, 1948–1953წწ. სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის თეატრებში. 1953 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. ბ. ზაქარიაძე ქართული სამსახიობო ხელოვნების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.


წარმატებით ასრულებდა სახასიათო როლებს. სხვადასხვა თეატრში შექმნა შემდეგი სცენური სახეები: მირზა (კ. კალაძის "ხატიჯე"), კრეონი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ფრეგატი (ვ. კირშონის "სასამართლო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მოსე გრძელიძე (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ლაითაძე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), როსტომი (ა. აფხაიძის "არაგველები"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ტერეზია (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") პეტრუზა (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი"), სოსა (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი") და სხვ., მისი როლები გამოირჩევა სიმართლით, უშუალობით, ტემპერამენტით, ღრმა დამაჯერებლობით. გადაღებულია ფილმებში: "განთავისუფლება" (სტალინი), "ქვევრი" (შვგოგია), "ვერტიკალი" (ბესარიონი), "დათა თუთაშხია" (მედუქნე), "ბებერი მეზურნეები"(სოსა) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ზაქარიაძე - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

ალექსანდრე ზაქარიაძე ყარამანის ძე (1884–1956), პოლონეთის გენერალი დაბ. სოფ. სიმონეთი თერჯოლა

3 0


ალექსანდრე ზაქარიაძე ყარამანის ძე (1884-1959) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. სიმონეთი თერჯოლა იმერეთი

3 0


სერგო ზაქარიაძე 1909-1971წწ. მსახიობი. დაბ.ბაქო, აზერბაიჯანი.

1 0


გიორგი ზაქარიაძე დ.1993წ. ევროპის პრიზიორი ძიუდო სამტრედია

1 1

1 2 5