სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
სესილია თაყაიშვილი 1906-1984წწ მსახიობი დაბ. ბათუმი სესილია თაყაიშვილი 1906-1984წწ მსახიობი დაბ. ბათუმი

1906-1984 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თაყაიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

სესილია თაყაიშვილი 1906-1984წწ მსახიობი დაბ. ბათუმი

სესილია თაყაიშვილი ( 17 სექტემბერი 1906-1984) მსახიობი.


დაამთავრა თბილისის სათეატრო ინსტიტუტი 1926 წელს.

სათეატრო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე იმუშავა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა(თ. ვახვახიშვილის პანტომიმა "მზეთამზე"). 1930–1966წწ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა; განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე(შ. დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა(ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა(შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა. ს. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.  1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები" 1949), ვასასის ("ჩვენი ეზო" 1956), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი" 1956), ოლღას ("მე ბებია ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მარადიას ("ნატვრის ხე, 1977), ასინეთას ("დათა თუთაშხია") და სხვა როლები.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 19.10.2021
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


თაყაიშვილი

1 0

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) 1862-1953წწ ხსენება 3 (16) იანვარი დაბ. სოფ. ლიხაური, ოზურგეთი, გურია.

3 0

ხსენება ძვ.სტ. 3 იანვარი ახ.სტ. 16 იანვარი

ვარლამ თაყაიშვილი სიმონის ძე 1857-1934წწ გარდ. 77 წლის გენერალ მაიორი, მონაწ. რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. დაბ. სოფ. ლიხაური ოზურგეთი გურია

3 0


გიორგი თაყაიშვილი კონსტანტინეს ძე 1881-1921წწ ქართველი გენერალი, დაბ. ოზურგეთი გურია Георгий Константинович Такаишвили

1 0


ალექსანდრე თაყაიშვილი 1895-1958წწ მსახიობი,რეჟისორი წარმ. ოზურგეთი გურია.

2 0


დიმიტრი თაყაიშვილი 1919-1998წწ მსახიობი, მხატვარი, პედაგოგი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი

1 0


ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი 1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე. ლიხაური, ოზურგეთი, გურია.

8 0