სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
შურა თოიძე 1907-1985 მსახიობი წარმ. ოზურგეთი გურია.

1907-1985 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თოიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

შურა თოიძე 1907-1985 მსახიობი წარმ. ოზურგეთი გურია.

შურა თოიძე (11 მარტი 1907-1985) მსახიობი.


სწავლობდა გ. პერინის საბალეტო სტუდიაში.

1929 წელს მიიწვიეს რეჟისორ ი. ჟელიაბუჟსკის ფილმ დინა-ზაზუში მთავარი როლის შემსრულებლად. 28 წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 40-მდე როლი განასახიერა. მათ შორის აღსანიშნავია კნეინა ჩიტუნია შ. დადიანის "გუშინდელნი", გაიანე ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ირინე გოდუნოვა ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", ოტრადინა ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავე", ეკატერინე ჭავჭავაძე მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი", დეზდემონა უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. ა. თოიძის მიერ შესრულებული დეზდემონა სამართილანადაა მიჩნეული მის შემოქმედებით მწვერვალად.


იგი ღირსეულ პარტნიორობას უწევდა სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც იყვნენ ა. ხორავა და ა. ვასაძე. ალექსანდრა თოიძემ დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც. აღსანიშნავია მთავარი როლი მიხეილ ჭიაურელის "უკანასკნელ წუთს", ირინა "ქალაქში შესვლა აკრძალულია", ჟუჟუნა "ჟუჟუნას მზითევი", ნინო ჭავჭავაძე "მოგზაურობა არზრუმში", მარო "გაყრა", ნატო "ჭრიჭინა", დედა "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" და სხვა. კინოსა და თეატრში მის მიერ შექმნილი როლებისათვის აღსანიშნავია ფილმ "ქეთო და კოტეში" ილიკო სუხიშვილთან ერთად უზადოთ შესრულებული ცეკვა "ქართული". მხატვარ მოსე თოიძის ქალიშვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


თოიძე - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

თამაზ თოიძე თეიმურაზის ძე 1966-93წწ დაკარგ. ლაბრა აფხაზეთი

2 0

გივი თოიძე 1932წ მხატვარი, წარმ. ოზურგეთი. დაბ. თბილისი.

1 0


ირაკლი თოიძე 1902-1985წწ. მხატვარი.

1 0


მოსე თოიძე 1871-1953წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0