სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გივი თოხაძე 1922-2010წწ  მსახიობი დაბ. ფოთი,სამეგრელო.

1922-2010 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თოხაძე სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

82       ბეჭდვა

გივი თოხაძე 1922-2010წწ მსახიობი დაბ. ფოთი,სამეგრელო.

გივი თოხაძე ( 20 ოქტომბერი 1922-2010) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.


დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს.


ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამი წელი იმუშავა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (ასრულებდა ეპიზოდურ როლებს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ ა. ვასაძე, ა. ხორავა და სხვ.). 1956 წლიდან ხანგრძლივად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია უშანგი(შ. მანაგაძის "საბუდარელი ჭაბუკი", 1957).


გადაღებულია კინოფილმებში: "ჭიაკოკონა"(რეჟ. ი. ქავთარაძე, 1961), "ბაში-აჩუკი"(რეჟ. ლ. ესაკია, 1956), "მე ვიტყვი სიმართლეს"(რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"(რეჟ. ს. დოლიძე, 1959), "გლახის ნაამბობი"(რეჟ. ლ. ესაკია, 1961), "ჩარი-რამა"(რეჟ. ნ. სანიშვილი 1972), "ამბავი სურამის ციხისა"(რეჟ. ს. ფარაჯანოვი, 1984), "უძინართა მზე"(რეჟ. თ. ბაბლუანი, 1992), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1996), "ანთიმოზ ივერიელი"(რეჟ. გ. ჭოხონელიძე, 2001) და სხვ. არაერთი კინოსტუდიის მიერ მიწვეული იყო და მონაწილეობდა შემდეგ კინოფილმებში: "ქოროღლი"(გურჯი-ოღლი, "აზერბაიჯანფილმი", 1961, რეჟ. სეით-ზადე), "ველურ ნაპირზე"(კაპანაძე, "ლენფილმი", 1965, რეჟ. ა. გრანიკი), "ეშმაკის დუჟინი"(მანსული, ოდესის კინოსტუდია, რეჟ. ვ. იულინი, 1970), "რუსტამი და სუჰრაბი"(შაჰი აფრასიაბი, "ტაჯიკფილმი", 1971, რეჟ. ბ. კიმიაგაროვი), "უგრიუმ მდინარე"(იბრაჰიმ-ოღლი, სვერდლოვსკის კინოსტუდია, 1968, რეჟ. ი. ლაფშინი) და სხვ. ჰქონდა გამორჩეული გარეგნობა, გმირის ხასიათის გათავისების არაჩვეულებრივი უნარი, შთამბეჭდავი ხმა. გახმოვანებული აქვს მრავალი კინოფილმი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2020
ბოლო რედაქტირება 20.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


არსენ სოფრომის ძე თოხაძე 1867-1932წწ მართლმ. მღვდელი (დეკანოზი) დაბ. სოფ. აკეთი (ლანჩხუთი)

1 0

თოხაძე - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

გიორგი თოხაძე დ.2001წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ოზურგეთი გურია

1 0

4 4 2


ნიკოლოზ თოხაძე 1901-1975წწ სამხედრო პირი. დაბ. სოფ. აკეთი, ლანჩხუთი.

3 0