სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კაკო კვანტალიანი 1907-67წწ მსახიობი დაბ. სამტრედია,იმერეთი.

1907-1967 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კვანტალიანი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

83       ბეჭდვა

კაკო კვანტალიანი 1907-67წწ მსახიობი დაბ. სამტრედია,იმერეთი.

კაკო კვანტალიანი ( 27 დეკემბერი 1907-1967) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.

1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში; 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი; წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კორნელი (კალაძის "როგორ?"), ტიტიკო (გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ხახული (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ლეპორელო (პუშკინის "ქვის სტუმარი"),


ნიკიფორე (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ალფრედ დულიტლი (შოუს "პიგმალიონი"), ზემლიანიკა (გოგოლის "რევიზორი"), ლოპიანე(კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: გელა ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1933), მეზობელი "დარიკო", 1936), ბონდო ("ქეთო და კოტე", 1948), მენახშირე მიტუა ("მაგდანას ლურჯა", 1955), ვარდენი ("უდიპლომო სასიძო", 1961), ქიშვარდი ("მე ვხედავ მზეს", 1965) და სხვ. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 06.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




კვანტალიანი - გვარის 7 ღვთისმსახური

1 0

გოჩა კვანტალიანი 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

3 0