სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კირილე მაჭარაძე 1886-1967წწ მსახიობი. დაბ. ხონი, იმერეთი.

1886-1967 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მაჭარაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

კირილე მაჭარაძე 1886-1967წწ მსახიობი. დაბ. ხონი, იმერეთი.

კირილე მაჭარაძე ( 2 აპრილი 1886-1967) მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.


დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (1908-1911).

თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან ხონში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ დრამატულ წრეში. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში: ქუთაისის (1909-1912), ჭიათურის (1913-1914). 1914-1919წწ. არმიაში გაიწვიეს. 1919-1920წწ. მუშაობდა ფოთის, ხოლო 1921-1930წწ. ბათუმის თეატრებში. 1930 წლიდან დაიწყო მსახიობობა საქართველოს კინოსტუდიაში. 1943-1945წწ.


მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში. შექმნილი აქვს შემდეგი სცენური სახეები: ყარა-იუსუფი და ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), გელა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ქურუმი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვა. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი აჭარელი ("ახალგაზრდობა იმარჯვებს"), თავადი ირმელი ("მალე შეხვედრამდე"), აზნაური ("დაკარგული სამოთხე"), მოხუცი მჭედელი ("ჟუჟუნას მზითევი"), კირილე ("დაგვიანებული სასიძო") და სხვა. წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განყოფილების გამგედ და რამდენიმე კინოსურათის დამდგმელი ჯგუფის დირექტორად. დაწერილი აქვს საბავშო პიესები: "დათუნიას სამართალი", "ხაფანგში", "ბაკი-ბუკი", (ნ. ნაკაშიძის მიხედვით). თარგმნილი აქვს პისები: ა. პრავდინის "სიცოცხლის ყვავილი" და პ. მალიარევსკის "ჯადოსნური ქილა". რუსულიდან თარგმნილი აქვს ორმოცზე მეტი მხატვრული, მულტიპლიკაციური და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


მაჭარაძე - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

ერასტი თომას ძე მაჭარაძე 1856-1930წწ დეკანოზი, მგალობელი. დაბ. სოფ. ივანიდიდი (ხონი)

2 0

პოლიკარპე მაჭარაძე 1878-19??წწ. მხატვარი, პოლიტიკოსი, სოფ. ივანდიდი, ხონი, იმერეთი.

1 0