სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
1.9 ხსეფარნუგი ქართლის წარმართი მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

1.9 ხსეფარნუგი ქართლის წარმართი მეფე

ხსეფარნუგი — ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 60-იანი წლებში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო. სერაფიტის მამა კი – ფარსმან მეფის პიტიახში. ე. ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო. წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა. წარწერაში იოდმანგანი იწოდება „ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად“. ე. ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს. ხსეფარნუგი არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის. მას პავლე ინგოროყვა თავის ნაშრომში „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“ იხსენიებს ფარნუკ I = ხსე-ფარნუგის სახელით. მის მეფობის წლებად ასახელებს 110-იანებს. „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“ (გვერდი 521) XVII „იმიერ“ მეფედ წარმოგვიდგენს [ფ]არ[ნ]უკ II-ს, მას შეესაბამება ქართულ წყაროებში მოხსენიებული აზორკი. მისი XVII-ა „ამიერი“ თანა-მეფეა არმაზაერი (არმაზელი).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0