სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
6.10 პალადი (რაევი) 1887- 1892 საქართველოს ეგზარქოსი ნიჟნი-ნოვგოროდი რუსეთი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

6.10 პალადი (რაევი) 1887- 1892 საქართველოს ეგზარქოსი ნიჟნი-ნოვგოროდი რუსეთი

მიტროპოლიტი პალადი (ერისკაცობაში — პავლე ივანეს ძე რაევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი, საქართველოს ეგზარქოსი 1887 წლის 29 სექტემბრიდან 1892 წლის 18 ოქტომბრამდე.

დაიბადა 1827 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის მღვდლის ოჯახში .

ნიჟეგოროდის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1852 წელს მაგისტრის წოდებით. 1861 წელს დაქვრივდა, აღიკვეცა ბერად და მცირე ხანში აიყვანეს არქიმანდრიტის წოდებაში.

1863 წელს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის ინსპექტორია, 1864-1866 წლებში სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის რექტორი. ლადოგის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, პალადი 1869 წელს ხდება ვოლოგდის ეპისკოპოსი, შემდეგ ტამბოვისა (1873 - 1876 წწ.) და რიაზანისა (1876 - 1882 წწ.). დააფუძნა რასკოლნიკების საწინააღმდეგო მისიონერული საზოგადოება ქ. ტამბოვში და რიაზანში მოღვაწეობისას. ქ. ვოლოგდაში შემოიტანა და დაამკვიდრა კეთილმოწესეთა ("ბლაღოჩინების") არჩევის წესი, იქვე დაამკვიდრა სასულიერო წოდების ემიტარული სალარო.

1887-1892 წლებში პალლადი საქართველოს ეგზარქოსია. 1892 წლიდან პალადი ინიშნება სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტად, ინიშნება უწმიდეს სინოდის წევრად.

მიტროპოლიტი პალადი გარდაიცვალა 1898 წელს.

ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან (დიმიტრი ბაქრაძეექვთიმე თაყაიშვილითედო ჟორდანია) ერთად, პალადის უშუალო ძალისხმევით დაფუძნდა და ამოქმედდა საეკლესიო მუზეუმი ქ. თბილისში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0