სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
7.2 ლეონიდე ოქროპირიძე 1919-1921წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.დისევი გორი ქართლი 7.2 ლეონიდე ოქროპირიძე 1919-1921წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.დისევი გორი ქართლი 7.2 ლეონიდე ოქროპირიძე 1919-1921წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.დისევი გორი ქართლი

1861-1921 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ოქროპირიძე სია

გორი + გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

7.2 ლეონიდე ოქროპირიძე 1919-1921წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.დისევი გორი ქართლი

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დ. 15 თებერვალი, 1861 — გ. 24 ივნისი [ ძვ. სტ. 11 ივნისი], 1921) 


ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი 1919–1921 წლებში. იყო აღიარებული მქადაგებელი, დაბეჭდილია მისი ქადაგებანი. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.


დაიბადა 1861 წლის 15/28 თებერვლს გორის მაზრის სოფ. დისევში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში. 1884 წელს ბიძის, წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. 1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888–1897 წლებში ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. იგი იყო კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. აქტიურად იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად. 1898 წლიდან 1918 წლამდე იყო გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი.


კირიონ II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეორე ადგილობრივ კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

1921 წლის 11 ივლისს, ოთხშაბათს საღამოს 17:30 საათზე თბილისში საპატრიარქო რეზიდენციაში ჰოლერით გარდაიცვალა (ზოგიერთი ცნობით, სენი მტკვრის სასმელ წყლად გამოყენება გახდა).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)


„ვცხოვრობ მხოლოდ იმისათვის, რომ შევძინო და რამე შევმატო სათაყვანებელ სამშობლოს“...

არიან ადამიანები, რომლებსაც განგება სწორედ მაშინ მოუვლენს ერს, როცა მათი უცილობელი საჭიროებაა და თუმცა ისინი თვალთათვის დაფარულ მოღვაწეებად რჩებიან, მაინც ღრმა კვალს ტოვებენ ქვეყნის ისტორიაში. ამ რჩეულთა რიცხვს ეკუთვნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე.

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) დაიბადა 1861 წლის 15/28 თებერვლს გორის მაზრის სოფ. ნაქალაქევში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში.


1884 წელს ბიძის, წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. წმ. ილია მართალი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლეონიდეზე წერდა: „ალექსანდრე ეპისკოპოზის უპირველესი ღვაწლი იმაშიც გამოიხატა, რომ მან აღზარდა განძი, რომელსაც ჩვენ შევხარით სასოებითა და იმედით“. პატრიარქ ლეონიდეს ცხოვრება მართლაც ამ იმედის გამართლება იყო, უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე ამის შესახებ ერთგან წერს: „ვცხოვრობ მხოლოდ იმისათვის, რომ შევძინო და რამე შევმატო სათაყვანებელ სამშობლოს, ეს იყო და არის ჩემი სუნთქვა, ჩემი განუშორებელი ზრახვა, ჩემი ერთადერთი ლხინი და უაღრესი ბედნიერება.“


1887 წლის 19 მაისს აკადემიის III კურსის სტუდენტი ბერად აღიკვეცა და სახელად ლეონიდე ეწოდა. იმავე წლის 29 მაისს ხელი დაასხეს ბერ-დიაკვნად, ხოლო 1888 წლის 2 მაისს - მღვდელმონაზვნად. ამავე წელს ამთავრებს აკადემიას და ენიჭება თეოლოგიის კანდიდატის ხარისხი. 1888 წელსვე იგი სამშობლოში ბრუნდება და იწყებს სამისიონერო მოღვაწეობას საინგილოში, ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთსა და ოსეთში.


1892 წელს მღვდელმონაზონი ლეონიდე ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ზედაზნის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1893 წელს ინიშნება ხირსის მონასტრის არქიმანდრიტად, ხოლო 1896 წლის 24 სექტემბერს ქართლ-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და საღვთო წიგნების გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.



1898 წლის 19 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში იგი გამოირჩიეს გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ვიკარიუსად (ქორეპისკოპოსად) - „წმიდა გრძნობით მოხარულნი ვართ, რომ ღვაწლი, შრომა, ნიჭი და განათლება ყოვლად სამღვდელო ლეონიდისა ღირსეულად დაფასებულ იქმნა. მით უფრო გვიხარის, რომ მას ჰხვდა წილად სამსახურისათვის ის ქრისტიანობის უძველესი აკვანი, რომელსაც შეადგენს შიდა ქართლი“, - წერდა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე ა. ნატროშვილი.


1900 წლის 12 აგვისტოს ლეონიდე ოქროპირიძე გადაყვანილ იქნა იმერეთის, ხოლო 1908 წლის 1 თებერვლიდან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად. ის ხშირად დადიოდა ეპარქიებში ტაძრების მოსანახულებლად და მრევლის დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტითაც სარგებლობდა. ერთხელ ხობის მონასტრის მონახულება გადაუწყვეტია, გზად კი ხიდი ყოფილა ჩანგრეული. ხალხს რომ გაუგია, მეუფე ლეონიდე მობრძანდებოდა, ხიდი სასწრაფოდ აღუდგენიათ და დიდი სიხარულით დახვედრიან მას.


უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე ავტოკეფალიისთვის მებრძოლ პიროვნებათა შორის იმყოფებოდა 1906 წელს პეტერბურგში გამართულ სინოდის სხდომაზე. მისი გამოსვლა იყო ფაქტებისა და მოვლენების ბრწყინვალე ანალიზი, რომელმაც თვით ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე რუს მღვდელმთავრებზეც კი იმოქმედა.

1917 წლის 12/25 მარტს გორის ეპისკოპოს ანტონისა (გიორგაძე), ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) და სამღვდელო დასის თანადგომით, ეპისკოპოსმა ლეონიდემ სვეტიცხოველში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა და სათავეში ჩაუდგა დროებით მართვა-გამგეობას. უფალმა სწორედ ის გამოარჩია, რათა ეტვირთა ეს პასუხისმგებლობა. 1917 წლის 12 აგვისტოს თბილელ მიტროპოლიტად აირჩიეს და თანამდგომებთან ერთად გააძლიერა მზადება პირველი საეკლესიო კრებისათვის.

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ასევე ღირსეული ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვლი). მიტროპოლიტმა ლეონიდემ, კირიონ I არჩევა მიულოცა და თანადგომა აღუთქვა.

1919 წლის 23 თებერვალს მიტროპოლიტი ლეონიდე მოწამეობრივად აღსრულებული კირიონ II-ის (1917-1918) ნაცვლად გამორჩეული იქნა საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად და იმ დღიდან მოყოლებული აქტიურად შეუდგა ეკლესიის მართვას.

„საყვარელნო! გაფრთხილდით, რომ ბრმა იარაღად არ გიხმაროთ ბოროტმა სულმა, არამც და არამც არ შესცდეთ და ყური არ ათხოვოთ უღვთო კაცების ქადაგებას, არ გაჰყვეთ ურწმუნო პირების სიტყვებს და არ დაჰღუპოთ სათაყვანებელი სამშობლო, განთავისუფლების მაგიერ ჯოჯოხეთის ჯურღმულად არ აქციოთ იგი. შეიგენით და გულის ფიცარზე დაიწერეთ: „ესრეთ იტყვის უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქვს კაცისა მიმართ და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისა და უფლისაგან განსდგეს გული მისი“ - მოძღვრავდა იგი ახალ დამოუკიდებლობამოპოვებულ ერს. „თავისუფლება ყველაფერია თვითეული პიროვნებისთვისაც და მთელი ერისთვისაც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლება მეტად ნაზი და აზიზი ბუნებისაა. იგი მარტო იქა ხეირობს და ფესვებს იდგამს, სადაც ტრიალებს „სული უფლისა“. ე.ი. სადაც ადამიანი ადამიანს სცნობს, ერთი მეორეს აფასებს, თვითეულის პიროვნება ხელშეუხებელ საუნჯედაა ცნობილი, სხვისადმი სამსახური, სხვისთვის თავის დადება, სხვის ამაღლება და გახარება საკუთარ ბედნიერებადაა აღიარებული, სადაც ყველამ იცის საკუთარი თავის ალაგმვა, შეზღუდვა, დაჭერა და შევიწროება, რომ მეზობელს, თავის მსგავს ადამიანს არავითარი ზიანი, არავითარი უსიამოვნება, არავითარი მწუხარება და სიმწარე არ მიაყენოს არც სიტყვით და არც საქმით,“ - წერდა უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე.

1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს, რამაც მძიმედ იმოქმედა მუდამ ეროვნული ნიჰილიზმის წინააღმდეგ მებრძოლ კათოლიკოს-პატრიარქზე.

თბილისში სუფთა წყალიც კი არ იშოვებოდა. მორჩილებმა წყაროს წყლის მოტანა შესთავაზეს, რაზეც მან ასე უპასუხა: „მეც იმავე წყლით ვისარგებლებ, რითაც ჩემი სულიერი შვილები სარგებლობენო“.

1921 წლის 11 ივნისს პატრიარქი შავი ჭირის ეპიდემიით გარდაიცვალა. დაკრძალეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს XX ს-ის საქართველოს ეკლესიის ღირსეული მამამთავარი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.10.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0