7.6 მელქისედეკ III ფხალაძე 1952-1960წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.ყანდაურა საგარეჯო კახეთი
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მელქისედეკ III (ერისკაცობაში — მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე; დ. 2 ნოემბერი, 1872, ყანდაურა, სიღნაღის მაზრა — გ. 10 იანვარი, 1960, თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1952-1960 წლებში.
დაიბადა მედავითნის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები. 1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ყაზანის სასულიერო აკადემიაში. 1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად. 1902 წლის 26 იანვარს იგი გადაყვანილ იქნა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის ქალაქ ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია. 1915 წლის 15 მაისს ქალაქ ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია. 1915 წლია 31 მაისს აკურთხეს მღვდლად. 1917 წლის ივლისში იგი ბრუნდება საქართველოში და ინიშნება გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1918 წლის 21 ნოემბერს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1921-1922 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად. 1925 წლის ოქტომბერში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსის ლოცვაკურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად მელქისედეკი. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, იგი აკურთხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს ალავერდის ეპარქია. 1927 წლის 17 ოქტომბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. 1928 წლის 24 მარტიდან იწოდებოდა წილკნელად, მაგრამ, რადგანაც ეპარქიაში აღარ იყო დარჩენილი მოქმედი ეკლესიები, გადმოყვანილ იქნა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1935 წლის 2 იანვარს უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მიენიჭა მიტროპოლიტობა და კვლავ გაიგზავნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1938 წელს იძულებული გახდა სოხუმიდან დაბრუნებულიყო თბილისში. 1943 წლის 1 აპრილს დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად. 1944 წლის 30 აპრილიდან იგი ითვლებოდა ურბნელად და იყო წინამძღვარი თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიისა.
1952 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი. კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III, მეტად ერუდირებული ადამიანი იყო, ის არაერთხელ გამოსულა მშვიდობის დაცვის სხვადასხვა კონფერენციაზე, ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს „ისტორია“, არიანეს „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა“. საერო ხელისუფლებისაგან შევიწროებულ ეკლესიას და მის მეთაურს არ ჰქონდა მოქმედების თავისუფლება. უწმიდესი მელქისედეკ III გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960
„კაცი შექმნილია ღვთის მიერ იმიტომ, რომ მან ცხადჰყოს დიდება ღვთისა“
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი, ერისკაცობაში –- მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, 1872 წლის 2 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში, სიღნალის მაზრის სოფელ ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. სწავლის პერიოდში, პირველ კურსზე, მიხეილს დიდი უბედურება დაატყდა, მას გარდაეცვალა მშობლები. 1890- „ 1896 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. თელავის სასწავლებელსა და თბილისის სემინარიაში არსებული საარქივო მასალები ნათლად აჩვენებს, რომ მიხეილი ერთ-ერთი შესანიშნავი, სრულიად განსაკუთრებული სტუდენტი ყოფილა, სასწავლებლისა და სემინარიის თვალი. 1896 წელს სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1900 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო წოდებით დაამთავრა.
1900 წლის 27 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1902 წლის 26 იანვარს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის, ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფია-არითმეტიკას, ხოლო 1909 წლის 2 ნოემბრიდან კამენეც-პოდოლსკის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელია. 1915 წლის 15 მაისს ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1915 წლის 31 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი. 1917 წლის სექტემბერში მღვდელი მიხეილი საქართველოში დაბრუნდა და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. იგი მსახურობდა ამავე სასწავლებლის კარის ეკლესიაში. 1917 წლის 27 ნოემბერს ურბნისის ეპარქიის საეპაქიო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წლის 21 ნოემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წელს გარდაეცვალა მეუღლე და როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ტკივილი საყვარელი მეუღლის გარდაცვალებისა, ხდება ერთგვარი დიდი იმპულსი მის მიერ ცხოვრების გზის საბოლოო არჩევისა. 1920- 1922 წლებში სასწავლებლის დახურვის გამო უსამსახუროდ იყო. ოჯახი რომ ერჩინა, მან ანაფორა გაიხადა და კახეთის რკინიგზის მატარებლის რევიზორად დაიწყო მუშაობა. დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე იგონებს, 1922 წლის დასაწყისში თუ როგორ ეწვია საერო ტანსაცმელში გამოწყობილი მამა მიხეილი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) და თბილისის ნებისმიერ ტაძარში თხოვა ადგილი. კათოლიკოსი განრისხებულა, როგორ გაბედე საერო ტანსაცმლით მოსვლაო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დამშვიდებულა და სოფელ დიდ გომარეთში შეუთავაზებია ადგილი, რაზეც მამა მიხეილმა უარი განაცხადა. 1922 წლის თებერვალში იგი ალავერდის ეპარქიაში, ბოდბისხევის სამრევლოში განამწესეს, სადაც მრევლმა არ მიიღო. 1922 წლის 5 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. 1922 წლის აპრილის ბოლოს გარდაიცვალა ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე). თბილისიდან გაიგზავნა დელეგაცია მანგლელ ეპისკოპოს ქრისტეფორესა (ციცქიშვილი) და დეკანოზ მიხეილ ფხალაძის მეთაურობით. იმჟამად გამოითქვა მოსაზრება, რომ დეკანოზი მიხეილი კურთხეულიყო ეპისკოპოსად და ალავერდის კათედრაზე დაენიშნათ, თუმცა იმ პერიოდში ეს არ მოხერხდა.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.18
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960 (გაგრძელება)
1925 წლის თებერვალში დეკანოზი მიხეილი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინეს. 1925 წლის 15 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ყანდაურაშიბლიანის მედავითნე დავით ფხალაძე კათოლიკოსპატრიარქ ამბროსის თხოვს: „საერთო არეულობის ჟამს დაიკეტა ჩვენი ეკლესია და მე დავანებე თავი მედავითნეობას. ეხლა ნება დართეს ეკლესიების გახსნაზე შიბლიან-ყანდაურ-კაკაბეთში არც მღვდელია და არც მედავითნე. ყანდაურას მრევლმა მე მთხოვა მედავითნეობა და მღვდლის პოვნაც დამავალა. გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, ზემო ხსენებული სამრევლო დროებით ჩააბაროთ დეკანოზ მიხეილ ფხლაძეს, რომელიც თბილისიდან მოუვლის და გაამხნევებს ეკლესიებსაც. მე დამნიშნოთ ყანდაურას წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნედ“. 1925 წლის 9 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ შემდეგი რეზოლუცია დაადო: „ვინაიდან უკანა მხარის ოლქისათვის მთელ ალავერდის ეპარქიაში ამჟამად სრულებით არ მოიძებნა შესაფერისი პირი მთავარხუცესის თანამდებობაზე განსამწესებლად, ამიტომ საქმის სარგებლობიანობის მიზნით ვნიშნავ ამ თანამდებობაზე დეკანოზ მიხეილ ფხალაძეს, როგორც ამ კუთხის შვილს მან ზედმიწევნით იცის ამ ოლქის ცხოვრების პირობები, ხოლო დავით ფხალაძეს ვნიშნავ დიაკვნა 95 წლის ოქტომბერში დეკანოზი მიხეილი ბერად აღიკვეცა და სახელად მელქისედეკი ეწოდა. ამავე წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს. მეუფე მელქისედეკი ალავერდის ეპარქიაში ერთი თვის შემდეგ ჩაბრძანდა და აქტიურად შეუდგა სამსახურს. 1926 წლის 26 იანვარს იგი წერილს უგზავნის კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) და მრევლთან და სამღვდელოებასთან შეხვედრის პირველ წუთებს ასე აღუწერს: „ალავერდის ეპარქიაში შევედი 1925 წლის 18 ნოემბერს და ამნაირად ეპარქიაში 1925 წელს მე ვიმსახურე თვენახევარი. მღვდელთმთავრის რეზიდენციად ითვლება ქ. თელავი, სადაც ამჟამად არის ერთი ეკლესია -- ფერისცვალებისა. ამიტომ ჩემს მისვლისას ამ ეკლესიაში შემხვდა სამღვდელოებაც და ხალხიც. წინამძღვარმა დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა მომმართა სიტყვით, სადაც დახატულია თანადროული მდგომარეობა ეკლესიისა. საპასუხო სიტყვაში მე სამღვდელოებას მიუთითე ამ მდგომარეობაზე და ვსთქვი, რომ ასეთი მდგომარეობა ეკლესიისა ბრძანებით გვიკარნახებს სასტიკ და მტკიცე დისციპლინის დაცვას, როგორც სამღვდელოებაში, ისე მორწმუნე მრევლში“. 1927 წლის 17. ოქტომბერს მეუფე მელქისედეკი დროებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ინიშნება. 1928 წლის 24 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსია. 1928 წლის 11 მაისს თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1935 წლის 2 იანვარს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად განამწესეს. თავისი პირველი ქადაგება მან წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვებით დაიწყო: „თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო და დაიწყო მეუფის ძლიერი შევიწროება. შეზღუდეს ყოველი მხრიდან და საშუალებას არ აძლევდნენ, რათა ეპარქიაში ცვლილებები განეხორციელებინა. 1937 წლის 2 მაისს მიტროპოლიტი მელქისედეკი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სწერდა: „მორჩილებით მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში უმღვდლოდ დარჩენილია სამი დიდი სოფელი და ახალი სასაფლაოს ეკლესია სოხუმში. თქვენს უწმინდესობას მოვახსენე, რომ შესაფერისი კანდიდატების უყოლიობის გამო ახალი მღვდლის კურთხევა შეუძლებელი გახდა. ამის გამო დიდ გაჭირვებას განვიცდი, რადგან სოფლები ბერძნებისაა და დაჟინებით ააბარსქებებასი ისინი მღვდელს, ორი მღვდელი მაინც მოგვეციო“ თობ ლის 9 ოქტომბერს დააპატიმრეს ცხუმაფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოება: დეკანოზი სვიმონ გიგინეიშვილი და დეკანოზი ელიზბარ ანჩაბიძე. ამასთან დაკავშირებით, 1938 წლის 25 მარტს მეუფე მელქისედეკი აღნიშნავს: „გულისტკივილით მოგახსენებთ, რომ ჩემი ეპარქიის სოფლებში მღვდლები აღარ არიან. ყველანი დაატუსაღეს. დავრჩი მარტო მე, ორი მღვდლით, სოხუმში. ჩვენც ვგონებ, აღდგომის შემდეგ მოგველის ლიკვიდაცია“. 1938 წლის 9 ივლისს მეუფე მელქისედეკი გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისაგან და თბილისში დაბრუნდა. 1943 წლის 1 აპრილს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის რიგით მღვდელმსახურად დაინიშნა. 1944 წლის 30 აპრილს თბილისის დიდუბის ყოვლადწმინდა ·ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და ურბნისის ეპარქიის მმართველად განამწესეს. 1952 წლის 5 აპრილს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ საქართ-
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.19
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960 (გაგრძელება)
ველოს ეკლესიის IX კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩიეს. ამავე წლის 7 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია. 1956-1958 წლებში, როდესაც უღვთო ხელისუფლება ყველანაი- რი მეთოდითა და ხერხით ცდილობდა ეკლესიისა და სარწმუნოების დისკრედიტაციას, უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა შეძლო და, იმ ძნელბედობის ჟამს, ხუთი ახალი მღვდელმთავარი აკურთხა. ესენი იყვნენ: 1956 წლის 28 აგვისტოს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ხარიტონ დევდარიანი -- მარგვეთისა და ურბნისის ეპისკოპოსი დავითი; 1956 წლის დეკემბერში უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა მიმართა სინოდის წევრებს, წერილობით ეცნობებინათ, უჭერდნენ თუ არა მხარს არქიმანდრიტ ზინობის (მაჟუგა) ეპისკოპოსად კურთხევას. სინოდის წევრთა უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევდა ასეთი პრეცედენტის დაშვებას, მაგრამ უწმინდესმა მელქისედეკმა 1956 წლის 30 დეკემბერს იგი ეპისკოპოსად აკურთხა, 1957 წლის 6 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნა და ეწოდა სტეფანეველი (სომხეთში არსებული მართლმადიდებელი ტაძრების მმართველი). 1957 წლის 15 თებერვალს ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია ცხუმაფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე. 1957 წლის 7 ივლისს ქუთაისის ეპარქიის მთავარხუცესი და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ნაუმ შავიანიძე ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაუმი. 1958 წლის 14 ოქტომბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი და თელავის ღვთაების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბურდულაძე -– ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი. შემორჩენილია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში, ბატონ მ. მექვაბიშვილის ჩანაწერი უწმინდეს და უნეტარეს მელქისედეკის ვინაობაზე: „მელქისედეკ III პრინციპული ადამიანია. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ სამღვდელოთა შორის არ სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, თავისი პრინციპიალურობის წყალობით.
1955 წლამდე სამღვდელოთა შორის მის წინააღმდეგ იყო ჯგუფი, მაგრამ მოწინააღმდეგეთაგან ნაწილი მოხსნა, ნაწილი თვითონ წავიდა. პარტიასა და მთავრობასთან მიმართებაში ლოიალურია. მოცემული დროისათვის მისი დამსახურება გამოიხატება სსრკ-ს მთავრობის მხარდაჭერაში მშვიდობის დაცვის საქმეში, იგი გამოდის სხვადასხვა კონფერენციებზე მთელს 1 მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად. იგი განსაკუთრებით არ ცდილობს მოქმედ ეკლესიათა კ ქსელის გაფართოებას. მელქისედეკ III ერკვევა საერთაშორისო მოვლენათა საკითხებში. კითხულობს ყველა რესპუბლიკურ გა- ზეთებსა და ჟურნალებს. ჩემს მიმართ აქვს კარგი დამოკიდებულება. ყურს უგდებს ჩემს რჩევებს. აქვს მიდრეკილება ფუფუ- ნებისკენ, იტანჯება სმენის დაქვეითებისა და სუსტი მხედველობის გამო. იგი სხვებზე მაღლა აყენებს თავის ნაციას და ტაძრების გახსნის გადაწყვეტისას ცდილობს გახსნას მეტი ქართული ტაძარი და ჩემთან საუბარში გამოხატა შიში, რომ ჩვენთან მორწმუნე ქართველები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსები, რის გამოც საქართველოს ეკლესიამ შესაძლოა დაკარგოს ავტოკეფალია. მელქისედეკ III რეპრესირებული არ ყოფილა“. მიუხედავად ასეთი დახასიათებისა, კათოლიკოსპატრიარქის მელქისედეკ III-ის სახელს უკავშირდება არაერთი სასიკეთო მოვლენა, რომელიც განხორციელდა მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ: გაიხსნა ეკლესიები ფოთსა და მოწამეთაში, სადაც ქუთაისის მუზეუმიდან გადმოასვენეს წმინდა დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები, თითქმის ახლიდან აშენდა ხაშურის ეკლესია, ბოდბის დედათა მონასტერში აღსდგა წირვა-ლოცვა. სიონის საპატრიარქო ტაძარში შემოიღეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და აღდგა ქართული გალობა. კათოლიკოს-პატრიარქო მელქისედეკი განათლებული ადამიანი იყო. შემორჩენილია მისი ჩანაწერები საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე, ქრისტიანულ დღესასწაულებზე, სხვადასხვა თავისუფალ მორალურ პრობლემებზე. ერთ-ერთ ქადაგებაში იგი აღნიშნავდა: „ადამიანი შეიძლება შევადაროდ ჭაღს, თითოეული ადამიანი არის ქჭაღის სანთელი. თუ ჭაღის სანთლები ყოველივე ანთებულია, მაშინ ამ ტაძრის სიმშვენიერე და სიდიდე ყველასათვის თვალსაჩინოა. თუ არა “ არაფერი არა სჩანს. არც თვით ჭაღი, აგრეთვე თუ კაცთ შორის ბრწყინავს ღვთაებრივი ნათელი, მაშინ ყოვლისფერი ამ ქვეყანაში ადიდებს ღმერთს, და თუ კაცთა შორის ჩაქრა ეს ნათელი, მაშინ არც თვით კაცი სჩანს ადამიანად. იგი ითვლება ცხოველად და უბრალო ნივთად, ვის ეცოდინება ან ეს ქვეყანა, ან ღვთის დიდება, კაცი რომ არ იყოს ამ ქვეყანაში? კაცი შექმნილია ლვთის მიერ იმიტომ, რომ მან
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.20
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960 (დასასრული)
ცხადჰყოს დიდება ღვთისა“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი მლვდელმსახური, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), რომელიც უწმინდესი მელქისედეკის ხელდასხმულია 1955 წელს, თავის მოგონებებში წერს: „პატრიარქი მელქისედეკი მეტად ნიჭიერი ადამიანი გახლდათ. თბილისის სემინარიის ისტორიაში ის ერთადერთი მოწაფე იყო, რომელსაც უმაღლესი ქულის გარდა, სხვა ნიშანი არასდროს მიუღია. შემდეგ სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიაში. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ღვთისმეტყველი ნესმელო- ვი აკადემიაში დარჩენას სთავაზობდა. ჯერ კიდევ სტუდენტი, ისე კარგად დაე- უფლა ბერძნულ ენას, რომ ქართულად თარგმნა ჰეროდოტეს „ისტორია“ და პერიპლუს არიანესის „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა“, ეს ნაშრომები თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება. დამოუკიდებლად შეისწავლა უმაღლესი მათემატიკა. შეიმუშავა ჭადრაკის მათემატიკური თეორია. კომპოზიტორიც იყო და რამდენიმე ლიტურგიკული ნაწარმოები დატოვა, მათ შორის ქერუბინთა საგალობელი. ხრუშოვის დროს, ეკლესიის დევნისას, გამოსცა ბრძანება, რომელიც ყველა მღვდელსა და დიაკვანს ანაფორით სიარულს უწესებდა. შემცოდეს პირველად საეკლესიო ჯილდოებს ჩამოართმევდა, შემდგომი დარღვევისთვის კი მღვდელმსახურება ეკრძალებოდა. მას სურდა, რომ ხალხს მღვდლის სახით დაენახა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი და არა დაქირავებული ვინმე, რომელიც მსახურებისას ანაფორას, როგ ორც სპეცტანსაცმელს, ისე იცვამს. ხშირად რტ ბერის უბრალო კაბით მოსილი, გამოდიოდა სიონის ტაძრის კლიროსზე და კითხულობდა ექვსფსალმუნსა და კანონებს. დაუვიწყარი სანახაობა გახლდათ ნახევრად ცარიელი ტაძარი, ოდნავ ბჟუტავს ნათურა, ირხევა კანდელთა ცეცხლის ალი და პატრიარქი კლიროსზე ლოცვას კითხულობს, თითქოს საქართველო მისი ბაგეებით ლოცულობსო. განსაკუთრებით უყვარდა დიდუბის ტაძარი, სადაც წლების მანძილზე წინამძღვრად მსახურობდა. ამა თუ იმ რთული საკითხის გადაწყვეტის წინ მიდიოდა დიდუბის ტაძარში, ძირითადად საღამოს, როდესაც ხალხი აღარ იყო და დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს შეწევნასა და პასუხს შეკითხვებზე. პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ქართველი ერის საყვარელი მამა იყო, პატრიარქი მელქისედეკი კი, მისი ღირსეული მემკვიდრე“. 1960 წლის 10 იანვარს, 5 საათზე და 40 წუთზე სიონის საპატრიარქო ზარმა სრულიად საქართველოს ამცნო საქართველოს ეკლესიის მამამთავრის გარდაცვალება. 17 იანვარს, დაკრძალვის დღეს, ჩამოვიდნენ დელეგაციები სხვადასხვა ეკლესიებიდან. სიტყვით გამოვიდნენ ანტიოქიის, რუსეთის, სომხეთის საპატრიარქოებიდან. მისი ნეშტი სიონის ტაძარს მიაბარეს.