სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
7.8 დავით V დევდარიანი 1972-1977წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.მირონწმინდა ხარაგაული იმერეთი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი დევდარიანი სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

7.8 დავით V დევდარიანი 1972-1977წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.მირონწმინდა ხარაგაული იმერეთი


მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავით V (ერისკაცობაში — ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი; დ. 6 აპრილი [ძვ. სტ. 24 მარტი]1903, სოფ. მირონწმინდა — გ. 9 ნოემბერი1977თბილისი) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972–1977 წლებში.


პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ მირონწმინდაში. 1917 წელს დაამთავრა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმეს მონასტერში. 1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) დაადგინა მირონწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. 1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ საქართველოსმართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ; აგრესიული ათეიზმი ცნობილი იყო ეკლესია მონასტრების დაწიოკებითა და ნგრევით. ასეთ ვითარებაში მედავითნე დავითი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მიუხედავად ყველაფრისა მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ გამხდარიყო სასულიერო პირი და თხოვნით მიმართა მარგველ ეპისკოპოს ვარლაამს (მახარაძე), ეკურთხებინა დიაკვნად და განეწესებინა ნებისმიერ ეკლესიაში. 


1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელნი და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1928 წელს მამა ხარიტონი, როგორც გამორჩეული სასულიერო პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს ლოცვაკურთხევით დაინიშნა ხარაგაულის ოლქის მთავარუხუცესად. ერთი წლის შემდეგ 1929 წლის 4 მარტს იგი გადაყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ჯერ სიონის, ხოლო 1932 წლიდან ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მსახურად. 1945–1947 წლებში იგი კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის მღვდელთმსახურია. 1947 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მოადგილედ, 1949 წლის 6 მაისიდან კი წინამძღვრად. 1955 წლის 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III-ის ბრძანებით აღდგომის დრესასწაულზე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს კი ეპისკოპოსად აკურთხეს (განაგებდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). ამ დროს 1957 წლის 26 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ურბნისის ეპარქიის ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემელის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გაბრიელ ურგებაძე. 1959–1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი1959 წლის 24 ივლისს უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ბრძანებით მარგველი ეპისკოპოსი დავითი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1960 წლის 11 იანვარს უწმიდესი მელქისედეკ III-ის გარდაცვალების მეორე დღეს შეკრებილი სინოდის სხდომაზე ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა სპეციალური წერილობითი განცხადებით უარი თქვა მოსაყდრეობაზე მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ. 1962 წლის 18 თებერვალს უწმიდეს და უნეტარეს ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში. 1962–1965 წლებში მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოვდა წმ. ნინოს და წმ. გიორგის ორდენებით, 1970 წელს მეორე პანაღიის ტარების უფლებით.

1972 წლის 7 აპრილს, დილის 6 საათზე და 30 წუთზე გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. იმავე დღის 13 საათსა და 45 წუთზე საპატრიარქოში შეიკრიბნენ მიტროპოლიტი დავითი, ეპისკოპოსები: ზინობი, გაიოზი, დეკანოზები: პ. ობოლაძე, გ. ჩაჩუა, პ. კოსაჩი, საერო პირნი: ი. ჭეიშვილი, ლ. საღლიანი, ი. სამჭკუაშვილი. გახსნეს პატრიარქის სეიფი, სადაც ინახებოდა 1972 წლის 17 მარტს შედგენილი წერილობითი ანდერძი კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ II-ის ხელმოწერით, რომელშიც ეწერა: „ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს მოსაყდრედ დატოვებული მყავს 1 წლის ვადით ურბნელი მიტროპოლიტი დავითი“. 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს XI საეკლესიო კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში. ინტრონიზაციას ესწრებოდნენ: ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი, ეპისკოპოსი გაიოზი, მოსკოვისა და კრასნოდარის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში რუსეთის პატრიარქი), ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოზი ვარსგენ I.

უწმიდესსა და უნეტარესს დავით V-ს ურთულეს პირობებში მოუხდა მოღვაწეობა. 1972-1973 წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედი იყო 50-მდე ეკლესია-მონასტერი და სამლოცველო სახლი, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 60-მდე სასულიერო პირი, მათ შორის: 4 მღვდელთმთავარი, 50 არქიმანდრიტი, დეკანოზი, მღვდელი, 5 დიაკონი. პატრიარქ დავით V-ის ლოცვაკურთხევით მღვდელთმთავრებად აკურთხეს: დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი (ღონღაძე) 1974 წლის 13 იანვარს და ეწოდა მანგლელი; 1976 წლის 22 მაისს თელავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი, რომელსაც ეწოდა სახელად გრიგოლი და ჩაბარდა ალავერდი ეპარქია; წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი ავთანდილ სამხარაძე დაინიშნა ბოდბელად 1975 წლის 24 მაისს, რომელსაც სახელად ილარიონი ეწოდა.

პატრიარქი დავით V 1976 წელს ოფიციალურად იმყოფებოდა მოსკოვში, ერევანში. 1976 წელს თბილისში ჩამობრძანდა ბულგარეტის პატრიარქი უწმიდესი მაქსიმე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, ცხუმ-აფახზეთის მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილი) ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ინდოეთში, შეხვდა ქვეყნის პრემიერ მინისტრს ინდირა განდის.

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). იმავე საღამოს 19 საათზე შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). სინოდმა განჩინა: 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი დავით V-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია; 2. უწმიდესი და უნეტარესი დავით V დაიკრძალოს სიონის საპატრიარქო ტაძარში 1977 წლის 15 ნოემბერს; 3. წმიდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებანი ოფიციალურად ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, საერო ხელისუფლებას.

უწმიდესი და უნეტარესი დავით v დაკრძალეს 1977 წლის 15 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში. განსვენებულ პატრიარქს წესი აუგო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ილიამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრების: მიტროპოლიტ ზინობის, ეპისკოპოს გიორგის, ეპისკოპოს გრიგოლის თანამწირველობით. აქვე იმყოფებოდნენ უცხოელი სტუმრებიც: სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი ალექსი, ეპისკოპოსი იოსი, ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსი ვარზგენ I.

იყო სსრკ და საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტების წევრი. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.10.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0