სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ალექსანდრე ზაზაშვილი პავლეს ძე 1975 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი ალექსანდრე ზაზაშვილი პავლეს ძე 1975 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი ალექსანდრე ზაზაშვილი პავლეს ძე 1975 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი

1975-2008 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ზაზაშვილი სია

ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ალექსანდრე ზაზაშვილი პავლეს ძე 1975 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი

ალექსანდრე ზაზაშვილი პავლეს ძე კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1975 – 2008


9 აგვისტოს რუსულმა კასეტურმა ბომბმა მისი სიცოცხლე გმირულად დაასრულა. კაპრალი ალექსანდრე ზაზაშვილი სამშობლოსთვის დაეცა, საკუთარი შვილებისთვის ის ყოველთვის სამაგალითო მამა იყო, დღეს კი გმირია. სამხედრო მუნდირს ახლა მისი მეუღლე ატარებს, ნინომ ფორმა 26 იანვარს ჩაიცვა, ქორწინების შვიდიწლისთავზე, 7 წლის წინათ, 26 იანვარს, ნინოს საქორწინო კაბა ეცვა.

 


ნინო მაისურაძე, მეუღლე:

„9 აგვისტოს დაგვირეკა. 2 საათი გვესაუბრა მე და ბავშვებს. „ბავშვებს მიხედე, მიყვარხარ და გკოცნიო“. მე თითქოს დამემშვიდობა, თანამებრძოლებს კი თურმე ამხნევებდა, „არ იდარდოთ ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნებაო“. სწორედ ამ დროს კასეტური ბომბი ჩამოვარდნილა და ადგილზევე დაღუპულა ჩემი ქმარი. მეგობარს უყვირია დაწექითო, მან კი ვერ მოასწრო, თორემ ისიც გადარჩებოდა. წოდებით კაპრალი იყო. ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის ჯავშან-სატანკო ბატალიონის საავტომობილო ოცეულში იყო მძღოლი.

გარდაცვალების ამბავი პირველად მის მამიდაშვილს შეატყობინეს, 10-ში გადმოვასვენეთ. შუა თითზე თავისი დაბადების წელი ჰქონდა ამოტვიფრული. რომ ვეკითხებოდი ხოლმე, რატომ დაიწერე-მეთქი, „რომ დავბერდები, შეიძლება დამავიწყდეს, დავხედავ და გამახსენდებაო“ ხუმრობდა. არ დასცალდა სიბერე. სწორედ ამ ნიშნით ამოვიცანით. სოფელ ოდაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დავასვენეთ და 14 აგვისტოს დავკრძალეთ.“


ალექსანდრე ზაზაშვილი, 1975 წლის 5 აპრილს, სოფელ უდეში დაიბადა. ოჯახში მესამე შვილი იყო. როგორც ნაბოლარას და გვარის გამგრძელებელს, ოჯახი იმედით უყურებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. ახალციხეში გაატარა ის ორი წელი. შემდეგ იყო საკონტრაქტო სამსახური, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო.

ნინო მაისურაძე, მეუღლე: „თანასოფლელები ვართ, მაგრამ ერთმანეთი არასდროს გვყავდა ნანახი. გაცნობიდან ერთ თვეში - 2002 წლის 26 იანვარს დავქორწინდით. ორი ბიჭი გვყავს. 8 და 4 წლის. ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბიჭები ჰყავდა, არ არსებობდა, რომ რამე ეთხოვათ მამისთვის და იმას არ შეესრულებინა. კონტრაქტს ხელი რომ მოაწერა 2006 წელს, ქუთაისში გადავედით. კონტრაქტის დაწყებიდან 2 წელი და რამდენიმე თვე იყო გასული, რომ გარდაიცვალა. 33 წლის იყო. ბოლო პერიოდში ძალიან თბილი იყო. სულ უნდოდა, ერთად თუ არ ვიყავით ტელეფონზე გვესაუბრა, ან გვემესიჯა.

თვითონ არ გვეუბნებოდა, რომ ომში იყო. ამბობდა: ქუთაისში ვარ ჯერ არ გავსულვართო. ამ დროს ახალგორის სოფელ ჯავაში იყო. მარტო მისმა დებმა იცოდნენ.

მის გარეშე, არაფერს აზრი არა აქვს. მხოლოდ შვილებისთვის ღირს სიცოცხლე. ის მაძლევს ალბათ, იქიდან ამის ძალას. არ მეგონა თუ ამდენის გაკეთებას შევძლებდი ჩემი შვილებისთვის. ამჟამად ახალციხეში, ჯავშან-სატანკო სასწავლო ცენტრში შეიარაღების ბუღალტერი ვარ. თავიდან ძალიან გამიჭირდა ჯარში. ყველა ჯარისკაცის და ფორმის უკან ალიკას ვხედავდი. 26 იანვარს ჩავიცვი პირველად ფორმა. 26 იანვარს გვქონდა ქორწილიც. 7 წლის წინათ, ამ დღეს საქორწინო კაბა მეცვა - ახლა ფორმა“.

ალექსანდრეს ორი ვაჟკაცი დარჩა. დღეს ორივე ჯარისკაცობაზე ოცნებობს. იციან, რომ მამამ სიცოცხლე შესწირა სამშობლოს, იციან და ეამაყებათ. ისინი სამშობლოსთვის დაღუპული გმირის შვილები არიან.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0