სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10585

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მერაბ თუთისანი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხონი იმერეთი მერაბ თუთისანი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხონი იმერეთი

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი თუთისანი სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

მერაბ თუთისანი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხონი იმერეთი

მერაბ თუთისანი მურმანის ძე  უმცროსი სერჟანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 09 აგვისტო 2008 წ.



ცხინვალის მისადგომებთან, ცხელი წერტილიდან დაჭრილი მეგობრების გამოყვანის დროს დაიღუპა - მერაბ თუთისანი, 22 წლის ვაჟკაცი, გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. სამშობლოს დაცვა მისი მოწოდება იყო და შეეწირა კიდეც თავი საყვარელ საქმეს. „თუთი“ – ასე მიმართავდნენ მას მეგობრები.


თინა ფხაკაძე, დედა: „მერაბი, ქალაქ ხონში 1986 წლის 12 თებერვალს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში რაიონის ნორჩტექნიკოსთა დირექციამ დააჯილდოვა - მხაზველთა და მხატვართა რაიონულ გამოფენაში მონაწილეობისთვის. მერაბს ხონის 1-ლი სამუსიკო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. 2002 წელს ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ ზედიზედ სამჯერ დააჯილდოვა, ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებზე, კალათბურთში პირველ და მეორე ადგილებზე გასვლისთვის. ძალიან საინტერესო და აქტიური ბავშვი იყო, კარგი მეგობარი და ძმა. ასე ამბობდა, ჯერ ძმას მივხედავ და მერე ჩემს თავსო. მამუკა ახლახან დაოჯახდა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად „თუთის“ გაუხარდებოდა ძმის ბედნიერება.

ქუთაისში სწავლობდა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ დაუსწრებელზე გადავიდა, რადგან სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჩემს შვილს დიდი გეგმები ჰქონდა... მისი დიდი სურვილი სამხედრო განათლების მიღება იყო. ასევე, ოჯახის შექმნა და ტკბილი ცხოვრება სურდა დიდ ოჯახთან ერთად, მაგრამ ვერ მოესწრო... ჩვენთვის სიურპრიზების მოწყობა უყვარდა. თურმე მანქანა უნდა გამოეყვანა, მაგრამ არ დასცალდა. ეს მისი მეგობრებისგან შევიტყვეთ.

შეყვარებული ჰყავდა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მეგობრის მეჯვარე იყო და იქ გაუცვნია ის გოგო. ტელეფონზე წერდა წერილებს. ,,ყველაფერი მალე დასრულდება და სულ ერთად ვიქნებითო“.

მისი ძალიან დიდი სურვილი იყო, სამხედრო საქმეს გაჰყოლოდა. აკადემიაში სწავლის პერიოდში, სერტიფიკატები და მადლობები ჰქონდა მიღებული თურქი ოფიცრებისგან. სამხედრო აკადემიაში სწავლის დროს თბილისში გააუქმეს აკადემია და ამის შემდეგ მოაწერა ხელი ოთხწლიან სამსახურს. მსახურობდა ქუთაისის სამხედრო ბაზაზე, 32-ე ბატალიონის ქვეით ბრიგადაში. 2007 წელს გააგზავნეს ერაყში, სამშვიდობო მისიით. 2008 წლის აგვისტოში ბათუმში მუშაობდა ინსტრუქტორად. საშინელებაა საკუთარ შვილზე წარსულ დროში საუბარი. მიკვირს, რატომ ვარ ცოცხალი.

მერაბი ბოლოს 2008 წლის აგვისტოში იყო ჩამოსული. ერთად წავედით თბილისში. ომი რომ დაიწყო, ვერ ვახერხებდით დაკავშირებას. მეზობელი გოგო მუშაობდა კრწანისში და ის გვატყობინებდა-ხოლმე ამბებს. მერე გავიგეთ, რომ თურმე ცხინვალში წინა ხაზზე იბრძოდა. მეგობრები გვიყვებიან ახლა, ვინ იცის „თუთის“ მკლავებმა რამდენი დაჭრილი გამოიყვანა სამშვიდობოსო. 9 აგვისტოს გვაცნობეს, ვაი ამის გაგებას, შვილო... 9 აგვისტოს ყველამ იცოდა მერაბ თუთისანის დაღუპვის ამბავი. 10 აგვისტოს ჩამოასვენეს ხონში. ერთი კვირის შემდეგ დავკრძალეთ...“

მერაბ თუთისანი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვდა. იმ ქუჩას, სადაც გმირი მერაბ თუთისანი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ქალაქ ხონში სპორტულ სკოლაში, სადაც ოლიმპიადები ტადრება, დაწესებულია მერაბ თუთისანის სახელობის ჯილდო, რომელსაც გამარჯვებულს მისი ძმა გადასცემს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 18.02.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0