სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ონისე დოიჯაშვილი ლევანის ძე 1987 - 2008წწ გარდ. 18 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ. ზემო ხვითი, გორი ონისე დოიჯაშვილი ლევანის ძე 1987 - 2008წწ გარდ. 18 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ. ზემო ხვითი, გორი ონისე დოიჯაშვილი ლევანის ძე 1987 - 2008წწ გარდ. 18 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ. ზემო ხვითი, გორი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დოიჯაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ონისე დოიჯაშვილი ლევანის ძე 1987 - 2008წწ გარდ. 18 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ. ზემო ხვითი, გორი

ონისე დოიჯაშვილი ლევანის ძე 02 მაისი 1988 წელს გარდაიცვალა 08 სექტემბერი 2008 წელს

კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.



 

ოთხი წლის იყო ონისე, მამა რომ მოუკლეს 1992 წლის იანვარში, მეტეხის ხიდთან.

დედამისს, სრულიად ახალგაზრდა, 29 წლის ნუნი გოგოლაძეს ოთხი ობოლი დარჩა და სწამდა, რომ განგება ამ სიმწარეს აკმარებდა.

მაგრამ არ აკმარა.

შვილი რუსებმა მოუკლეს აგვისტოს ომში.


ონისე დოიჯაშვილი შიდა ქართლში, სოფელ ზემო ხვითში იზრდებოდა ობლობაში.

გიორგი დოიჯაშვილი, ძმა: „მამა რომ დაგვეღუპა, მე ექვსი წლის ვიყავი, ჩემი უფროსი და – ცხრა წლის, ონისე – ოთხის. საშინელი გაჭირვება იყო. დედას ვეხმარებოდით, თავიდანვე გვიწევდა თავის გატანისთვის ბრძოლა. ონისე ცელქი იყო, მაგრამ ბავშვობიდანვე ჰქონდა ოჯახის სიყვარული, სულ ცდილობდა, რომ რაიმეთი ესიამოვნებინა ჩვენთვის, როგორმე პატივი ეცა, დაუზარელი იყო, არაფერი ეზარებოდა. სკოლაშიც ნორმალურად სწავლობდა, გამოირჩეოდა თავისი ფიზიკური მონაცემებით, იყო ძალიან ახოვანი, ასაკთან შედარებით უფრო მოსული. სწავლა უყვარდა.

სანამ სავალდებულო ჯარში გაიწვევდნენ, სულ იმას ცდილობდა, რამე შემოეტანა ოჯახში, ოჯახს დახმარებოდა. 18 წლის გახდა თუ არა, სავალდებულო ჯარში წავიდა. ჯარში წასვლამდე, რაც არ უნდა გასჭირვებოდა, რაც არ უნდა ნდომოდა, არ გეტყოდა. ერთადერთი, ჯარში რომ მიდიოდა, უნდოდა, გაცილება სუფრით აღგვენიშნა. აღვნიშნეთ, მეგობრები ჰყავდა. 2 მაისს, თავის დაბადების დღეზე წავიდა ჯარში.

სავალდებულო რომ მოიხადა, საკონტრაქტო ჯარში დარჩა“.


მაკა ბუჩუკური, ძმის ცოლი: „საკონტრაქტო ჯარში სამშობლოს სიყვარულმა წაიყვანა. თან ისეთ მხარეში ვცხოვრობთ, სულ ისროდნენ, სულ ომის სუნი ტრიალებდა, შინაგანად ბავშვობიდან მზად იყო მეომრობისთვის. სულ ისროდნენ და პროტესტის გრძნობაც ჰქონდა“.

გიორგი დოიჯაშვილი: „სავალდებულო სამსახურს მუხროვანში იხდიდა, მაგრამ მუხროვანიდან ცხინვალის რეგიონში იყო მივლინებული, სამშვიდობო მისიით, ნიქოზის სამშვიდობო ბატალიონში ირიცხებოდა და იქიდან ხან ერედვში იდგა, ხან – წვერიახოზე. მერეც, როცა კონტრაქტზე დარჩა, მეოთხე ბრიგადაში, 42-ე ბატალიონში ჩაირიცხა, ბაზა ვაზიანში იყო, მაგრამ მაშინაც სამშვიდობო მისიით გაგზავნეს სამაჩაბლოში. ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გადაიყვანეს თბილისში. რომ ვეტყოდი, მეც ჯარში უნდა წამოვიდე-მეთქი, გიჟდებოდა, შენ რა გინდა ჯარში, ცოლ-შვილს მიხედე, თუ რამე დაგჭირდებათ და გაგიჭირდებათ, მე დაგეხმარებით და მოგხედავთო. სექტემბერში ერაყში უნდა წასულიყო. ემზადებოდა...


7 აგვისტოს, ომში რომ მიდიოდა, დაგვირეკა, შემართებით იყო. დედას უმალავდა, რომ ომში იყო, გვაფრთხილებდა, არ უთხრათ, არ გააგებინოთო. ჩემი ბიჭი, ლევანიკო, თვეების იყო, გიჟდებოდა ძმისშვილზე, ხელფასს რომ იღებდა, სულ სახლში ტოვებდა, ლევანიკოს მიხედეთო. რომ დამირეკა, გამაფრთხილა, ცოლ-შვილი სასწრაფოდ გაიყვანე სოფლიდანო. არადა, არ მიგვაჩნდა აუცილებლად წასვლა, სიტუაცია ბევრჯერ იყო დაძაბული და გვეგონა, ისევ ისე მოხდებოდა, ჩაწყნარდებოდა მალე სიტუაცია, ეგეთი ბევრი გვაქვს გადატანილი...“

მაკა ბუჩუკური: „სანამ საშუალება ჰქონდა, თვითონაც ურეკავდა დედას, ამშვიდებდა, ჩვენ ომში არ მივყავართ, ერაყისთვის გვამზადებენო. დედაც უჯერებდა. მერე ამბობდა კიდეც, იმხელა უბედურება მქონდა გადატანილი, ცუდს აღარაფერს ველოდებოდიო“.

გიორგიმ ძმას დაუჯერა და ცოლ-შვილი ზემო ხვითიდან გაარიდა, ჯერ ტირძნისში გადაიყვანა, 7 აგვისტოს, ღამით, კი გორში ჩაიყვანა.

გიორგი დოიჯაშვილი: „7 აგვისტოს, საღამოს, უკვე ბრეთიდან დამირეკა, ამაღამ ტელეფონი მექნება გამორთული და არ ინერვიულოთო. 8 აგვისტოს დილით ადრე დამირეკა გახარებულმა, ცხინვალი ავიღეთ, ქართული დროშები აღვმართეთ, მაგათი დროშები წამოვიღეთო. შუადღისას რომ დავურეკე, მითხრა, თვითონ დაგირეკავო. 4 საათი გახდა, არ რეკავდა და ისევ მე დავრეკე. მკითხა, სად ხარ, ცოლ-შვილი სად გყავსო, გორში ვართ-მეთქი. გორში ჩამოვდივარ, ავტოსადგურში მოდი, გნახავო. რომ მივედი, იქ არ დამხვდა, ისევ დავურეკე, მითხრა, მანდ ვერ გავჩერდები, ჰოსპიტალში ამოდი, ხალხი მყავს ცუდადო. მივედი თუ არა ჰოსპიტალში, შემოვიდა კიდეც მანქანით, დაჭრილები და გარდაცვლილები ჰყავდა ჩამოყვანილი. ექიმებმა ეს ბიჭები რომ შეიყვანეს, გამოვიდა, მელაპარაკებოდა. ორი კახელი ბიჭი ახლდა. ბოლისგან სულ გაშავებული იყო, ვუთხარი, პირი მაინც დაიბანე-მეთქი. გიჟი ხომ არა ხარ, რა პირი უნდა დავიბანოო. პური ხომ არა გშია, რამეს გიყიდი-მეთქი, არა არაფერი არ მინდაო. ლაპარაკში შევაპარე, ონისე, მოდი, დარჩი, ვერავინ ვერაფერს გაიგებს-მეთქი. ამაზე სულ გადამერია, რეებს ლაპარაკობ, იქ ძმაკაცები მეხოცებიან, მეთაური ჩემს იმედზეა და მე აქ რა დამტოვებსო. ძალიან გამიბრაზდა. გამაფრთხილა, ცოლ-შვილი გორიდანაც გაიყვანე, თბილისში წადით სასწრაფოდო. ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, მათი მანქანაც გამოვარდა, ვერ დააწია ხმა, გაასწრო მანქანამ. მაშინ იმ კახელმა ბიჭებმაც უთხრეს, მოდი, მართლა დავრჩეთო. ახლა იმათ გაუბრაზდა, სად უნდა დავრჩეთ, ხომ არ გაგიჟდითო. ამასობაში „კამაზიც“ გამოვიდა, ოსიაურისკენ მიდიოდა, დასხა ის ბიჭები და წავიდა. იმ კახელი ბიჭების არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც ის ვიცი, ცოცხლები არიან თუ მკვდრები, იმის მერე არ მინახავს... მეთაური გაგიჟდა, უკან დაბრუნებული რომ ნახა. ამბობდა კიდეც მერე. ისევ შევიდა ცხინვალში. ისევ გამოიყვანა ხალხი და მესამედაც შებრუნდა უკან 9 აგვისტოს, უკანდახევის ბრძანებამდე, ნიქოზისა და ზემო ხვითის მინდვრებიდან გადავიდნენ, 86 კაცს მიუძღოდა წინ. გამაგრებული იყვნენ ხეთაგუროვში. მერე ცხრაში საღამოს, უკანდახევისას, ავიაციის დაბომბვისას დაიღუპა. ჩვენ დაგვირეკეს, ვითომ დაჭრილიაო, არადა დაღუპული იყო უკვე ცხრაში, საღამოს, ხეთაგუროვში... თურმე პირველს დაუნახავს ავიაცია და ბიჭებს ეძახდა, დაწექით, დაწექითო. ახლოს ჩამოუვარდა ბომბი, მის გვერდით ერთი დასავლელი ბიჭი იწვა, ისიც დაიღუპა. ონისემ სახის არეში, მარჯვენა მხარეს მიიღო ჭრილობა, სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა არტერიაში. გორში, ჰოსპიტალში რომ მივედით, ონისეს ცხედარს თანამებრძოლი ბიჭები ყარაულობდნენ, რომ არ დაკარგულიყო. ის, ვინც უშუალოდ გამოიყვანა ბრძოლის ველიდან, ჯერ ვერ ვნახეთ...“

ონისეს დედას ომის დროს ფეხი არ მოუცვლია ზემო ნიქოზიდან. შვილი რომ დაეღუპა, მაშინ გამოიყვანეს მოტყუებით, თბილისში მივდივართო.

გორში ჩამოსულს ძმები დახვდნენ და დასთან წაიყვანეს, ხაშურის რაიონში, ჩუმათელეთში. დასთან მისულს ცხედრისთვის გამზადებული ტახტი დახვდა. მიხვდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს. მალე ონისეც ჩაასვენეს. სხვა გზა არ ჰქონდა ოჯახს – ზემო ხვითში ვერ შედიოდნენ. ონისე დეიდის სოფელში დაკრძალეს 12 აგვისტოს. უკვე იქაც საშინელი სიტუაცია იყო, ოჯახმა ძლივს გააღწია ბაკურიანის გავლით თბილისში. გარკვეული პერიოდი დევნილობაში გაატარეს, ოქტომბერში, დაბრუნდნენ თუ არა ხვითში, ონისეც გადაასვენეს და მშობლიური სოფლის მიწას მიაბარეს. სახლი დანგრეული დახვდათ.

დაბომბვებისას 60-მილიმეტრიანი ჭურვი ზედ სახლს მოხვდა, კუთხეში, ფანჯარასთან, ზემოთ – სარტყელთან.

გიორგი დოიჯაშვილი: „ხეივანში ჩავარდნილს იმხელა წნევა ჰქონდა, სახლს მთლიანად ახადა სახურავი, კარ-ფანჯარა სად წავიდა, ვერც ვნახეთ, კედლები 4-5 სანტიმეტრზე დახსნა, მარტო კარკასი დაგვიტოვა. მერე მთავრობამ გადაგვიხურა.

მაკა ბუჩუკური: „სიცოცხლე უყვარდა ძალიან, ბოლოს სულ უნდოდა, რომ ნათესავები ენახა. თუ სადმე დაბადების დღე იყო, ვინმე ცოლს მოიყვანდა თუ გათხოვდებოდა, სულ ცდილობდა, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო, ყველა ენახა, ყველას ჩახუტებოდა. ბოლო რამდენიმე თვეში თითქოს უფრო გაიზარდა, დავაჟკაცდა... ხომ ყველაზე პატარა იყო ოჯახში, მაგრამ მამასახლისივით იყო, უნდოდა, რომ მის მხრებზე ყოფილიყო ყველაფერი, უიმისოდ არაფერი გაკეთებულიყო და ყველაფერში წვლილი შეეტანა...“

გიორგი დოიჯაშვილი: „ჩემი ძმა რომ დაიღუპა, ჩემმა უფროსმა ძმამ ჯარში წასვლა გადაწყვიტა, დღეს ის იგივე ბატალიონში, იგივე ასეულში მსახურობს, სადაც ჩემი ძმა მსახურობდა...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0