სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12259

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მერაბ ჭელიძე თამაზის ძე  1975-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხულო აჭარა მერაბ ჭელიძე თამაზის ძე  1975-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხულო აჭარა

1975-2008 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჭელიძე სია

ხულო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

მერაბ ჭელიძე თამაზის ძე 1975-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხულო აჭარა

მერაბ ჭელიძე თამაზის ძე სამედიცინო სამსახურის სერჟანტი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


არც პროფესიულ ფიცს უღალატა და არც სამშობლოსთვის მიცემულ პირობას. ქართველი მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად ომში წავიდა. სამხედრო ნაწილის ექიმი იყო და ბოლომდე მოიხადა საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. მერაბ ჭელიძე თანამებრძოლებს უხვევდა ჭრილობებს, როცა აფეთქება მოხდა. მისი ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა. მერაბ ჭელიძე 9 აგვისტოს რუსული ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.

 


ნათელა ჭელიძე, დედა: „რუსეთ-საქართველოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ხელვაჩაურის რაიონში სამხედრო ნაწილში ექიმად მსახურობდა. პროფესიით ექიმი იყო. აგვისტოს დღეებში, რომ გაიგო ჯარისკაცები გორში მიდიოდნენ, არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. როცა ტელეფონით გვიკავშირდებოდა, სულ გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა: „კარგად ვარ, არ ინერვიულოთო“, მაგრამ დედის გული ხომ იცით... ტელევიზორს ვუყურებდით მთელი დღე, ბევრს ვერაფერს ვიგებდით, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდით, იქ რაც ხდებოდა, თუმცა ჩემი შვილი ყველაფერს მიმალავდა. აბა, რომელ შვილს უნდა მშობლების ნერვიულობა?.. 9 აგვისტოს 12 საათზე გავიგეთ, რომ ჩემი ბიჭი დაიღუპა, ძმაკაცებმა გაგვაგებინეს.

მერაბი თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე 7 წელი სწავლობდა. სწავლის მერე ჩამოვიდა და ერთი წლის შემდეგ ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილში დაიწყო მუშაობა. მესამე თვე იყო, ალბათ, ომში რომ წავიდა... გორში ყოფილან ჩასულები, როცა დაჭრილების დასახმარებლად გადმოსულან სასწრაფოს მანქანიდან, მაგრამ უცებ მანქანა აფეთქებულა, ჩემს ბიჭს კასეტური ბომბის ნამსხვრევი მოხვედრია და იქვე დაღუპულა“.

ჟუჟუნა ჭელიძე, და: „გორში წასვლამდე ერთი დღით ადრე დამირეკა, მითხრა: მივდივარ, არ ინერვიულოთ, არ იდარდოთო. მე ვუთხარი: შენ ისეთი ძლიერი ხარ, რა უნდა ვიდარდო, შენ არაფერი მოგივა-მეთქი. თვითონაც გვამხნევებდა, ისეთი არაფერი უთქვამს. 7 აგვისტოს წავიდა, 8-ში დამირეკა დილით, 9 საათზე, რაღაც პრობლემებია და ვეღარ დაგირეკავთ, ტელეფონები უნდა გავთიშოთ. დაძაბული სიტუაციაა, რუსები შემოდიანო. ამის მერე აღარ დაურეკავს. 9-ში გავიგეთ ჩემი ძმის დაღუპვის ამბავი.

ომის მოლოდინი არ ჰქონია, მაგრამ ყოველთვის ამბობდა, როცა საჭირო იქნება, აუცილებლად წავალო და წავიდა კიდეც იმ წუთასვე, როცა საჭირო გახდა.


ჩემმა ბიძაშვილმა გაგვაგებინა მისი დაღუპვის ამბავი. ისიც მასთან ერთად იყო. იარაღს ისროდნენ, მანქანიდან გადმოვედით, გაგვაფრთხილეს, არ გადმოხვიდეთო, მაგრამ მერაბი მაინც გადასულა და დაჭრილებს ჭრილობებს უხვევდა, ამ დროს აფეთქებულა მანქანა, თავში ჭურვის ნამსხვრევი მოხვედრია და მაშინვე დაღუპულა. ტელეფონში ჰქონდათ ჩანაწერი. ხელვაჩაურიდან რომ მიდიოდნენ, გორში გაჩერდნენ, მინდორზეა გადაღებული ყველა ჯარისკაცი, საბრძოლო სიმღერა ისმის. ეს ვიდეო შემოგვრჩა მხოლოდ მისი იქ ყოფნის პერიოდიდან. სულ იმას გაიძახოდა სამსახურთან დაკავშირებით, კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემს სამშობლოს ვემსახურებიო. თითქოს სულ რაღაც საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ვარჯიშობდა. სამხედრო მეთაურებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ფიზიკური მონაცემებით“.

ვინ იცის, რამდენი ჯარისკაცის გადარჩენა მოასწრო, ვინ მოთვლის, რამდენჯერ დაულოცავთ გადარჩენილი მეომრების მშობლებს მისი მარჯვენა. მერაბ ჭელიძე დღეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირია, რომელმაც ბოლომდე მოიხადა წმინდა ვალი ქვეყნისა და ადამიანების წინაშე.

მერაბ ჭელიძე 1975 წლის 15 ოქტომბერს ხულოს რაიონში დაიბადა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 5




ჭელიძე

1 0

ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე 1885-1924წწ მღვდელი, დახვრიტეს. მსახურობდა უკანაფშავი დაბ. სოფ. ბახვი ოზურგეთი

2 0

ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე, დაბ.1845წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კონდოლის წმ. თომა მოციქულის სახელობის ეკლესია

2 0

მეუფე სვიმეონი (ჭელიძე) 1875-1935წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ბუგეული ამბროლაური რაჭა

2 0

ნუგზარ ჭელიძე გარდ. აფხაზეთი

2 0

რევაზ ჭელიძე 1926-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 1


გივი ჭელიძე გარდ. აფხაზეთი

2 0

ანზორ (პაატა) ჭელიძე 1967-26/01/93წწ. გარდ. აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


გოჩა ჭელიძე ოთარის ძე 1969- 93წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გარდაბანი

2 0

ზურაბ ჭელიძე 1957-1993 წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი ავაზა დაბ. სოფ მთისპირი ოზურგეთი გურია.

2 0


აივენგო ჭელიძე 1941წ. მხატვარი. დაბ. ონი, რაჭა.

1 0


გიზო ჭელიძე 1931-2012წ მეცნიერი, მწერალი, ფილოლოგი, დაბ. სოფ. ლიხაური, ოზურგეთი, გურია.

1 0


ამბაკო ჭელიძე 1878-1940წწ მწერალი, დაბ. სოფელი ბაჯი, ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი

1 0


ფაინა (ინა) ჭელიძე 1939წ მხატვარი. იმერეთი.

1 0


ვახტანგ ჭელიძე 1917-2005წწ მთარგმნელი, მწერალი, დაბ. სოფ. ბახვი, ოზურფეთი, გურია

1 0


ლევან ჭელიძე დ.2000წ. ევროპის პრიზიორი ძიუდო

1 0

0 1 4


ლაშა ჭელიძე ევროპის პრიზიორი სუმო

1 0

0 1 1


დავით ჭელიძე დ.1972წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი დაბ. ბაღდათი

1 0

9 4 1


ლერი ჭელიძე დ.1994წ. მსოფლიო პრიზიორი ძიუდო ქუთაისი

1 0

1 1 1