სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
პორფილე გორგოშიძე 1892-1978 ქართველი ოფიცერი დაბ. სოფ. ლიხაური ოზურგეთი გურია

1892-1978 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი გორგოშიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

243       ბეჭდვა

პორფილე გორგოშიძე 1892-1978 ქართველი ოფიცერი დაბ. სოფ. ლიხაური ოზურგეთი გურია

პორფილე გორგოშიძე (დ. 1892, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1978, დაკრძალულია ლიხაურის სასაფლაოზე) — ქართველი ოფიცერი, ჩოლოქის ბრძოლის (1918) გმირი.


დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა ოზურგეთის გიმნაზიაში, რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ დაამთავრა. 1909 წლიდან ასოთამწყობად მუშაობდა თბილისში, ჯერ არუთინოვის, შემდეგ გაჩეჩილაძის სტამბაში. ამ უკანასკნელში იწყობოდა გაზეთები: „თეატრი და ცხოვრება“„თანამედროვე აზრი“ და სხვ. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან ქართულ სახალხო გვარდიაში იყო უფროს უნტერ-ოფიცრად. 1918 წელს ოსმალეთის ფრონტზე პორუჩიკ ვალოდია გოგუაძის თანაშემწე იყო №4 ჯავშნოსან მატარებელზე (აქვე მსახურობდა მისი ძმა ალექსანდრეც).


სიმამაცით გამოიჩინა თავი 1918 წლის 8 აპრილს მდ. ჩოლოქზე ბრძოლაში, რისთვისაც ძმები გორგოშიძეები წმ. გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს. ბრძოლაში პორფილე გორგოშიძე მძიმედ დაიჭრა, რის გამოც სამხედრო სამსახურს ჩამოშორდა. საბჭოთა პერიოდში კოლმეურნეობაში მუშაობდა. 1929 და 1937 წლებში მცირე ხნით დაპატიმრებული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ. აქვს მოგონებები „გმირ ჯავშნოსანზე“.

დაბადების თარიღი აღებული ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვება



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.08.2020
ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0