სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
ალექსანდრე სულხანიშვილი 1896-1989 სამხედრო პირი (1924 წ. აჯანყება), ბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. დაბ. სოფ. აწყური ახმეტა კახეთი ალექსანდრე სულხანიშვილი 1896-1989 სამხედრო პირი (1924 წ. აჯანყება), ბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. დაბ. სოფ. აწყური ახმეტა კახეთი

1896-1989 წწ. გარდ. 93 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი სულხანიშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

238       ბეჭდვა

ალექსანდრე სულხანიშვილი 1896-1989 სამხედრო პირი (1924 წ. აჯანყება), ბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. დაბ. სოფ. აწყური ახმეტა კახეთი

ალექსანდრე სულხანიშვილი დაიბადა 1896 წელს კახეთში, სოფელ აწყურში. 1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ ჯარში. საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. იგი იყო ქაქუცას ერთ–ერთი მოადგილე.

ალექსანდრე სულხანიშვილი მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად თურქეთში გადავიდა და მას მერე 66 წელი ემიგრაციაში გაატარა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობდა ხელოსნად, ტაქსის მძღოლად, იახტების მშენებლად...


1950–იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე სულხანიშვილი ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სათვისტომოს საქმიანობას ჩამოშორდა  კალიფორნიაში, სან–ფრანცისკოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ.

ემიგრაციაში ალექსანდრე სულხანიშვილი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. გამოცემული აქვს წიგნები: „ხმა სიმართლისა: წითლების მოქმედება ნიუიორკის ქართულ სათვისტომოში" (მიუნხენი, 1962, სტ. არჩილ მეტრეველისა); „მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე, 1922–1924“ (სან–ფრანცისკო, 1981); „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“ (სან–ფრანცისკო, 1985); „ჩემი პასუხი ჟორდანიას მემკვიდრეებს“ (სანფრანცისკო, 1987); "შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან" (სან–ფრანცისკო, 1987). ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებანი საინტერესო დოკუმენტია 1924 წლის აჯანყებისა და ქართული ემიგრაციის ისტორიის პირველი წლების შესწავლისათვის.


ალექსანდრე სულხანიშვილთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ–სატევარი, რომელიც მან 1989 წელს საქართველოს დაუბრუნა გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორის, ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ხელით. მისივე დახმარებით, 1990 წლის 19 ოქტომბერს 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა. მან თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით „საქართველოს მიწა“. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო და საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა, მაგრამ ბედნიერი მიიცვალა რადგან ოცნება აუსრულდა და აქ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

საქართველოს მიწა, რომელიც ბატონმა ალექსანდრემ განუშორებლად თან ატარა 66–წლიან ლტოლვილობაში, მისი ანდერძის თანახმად გულზე დააყარეს, როცა მშობლიური სოფლის – აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. ასევე ანდერძის თანახმად საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტს გადაეცა დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში. ეს დროშა ქაქუცას ხმალსა და ქამარ–ხანჯალთან ერთად ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ალექსანდრე სულხანიშვილის არქივი დაცულია საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

წყარო:

1. ნაცვლიშვილიპაატასაქართველოს მიწა : [კრებული ალექსანდრე სულხანიშვილზე]. - თბ., 1994 

2. ალექსანდრე სულხანიშვილი // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 / შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბილისი, 1996. - გვ.288–289  



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.09.2020
ბოლო რედაქტირება 07.03.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0