სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სტეფანწმიდის მთავარანგელოზთა ეკლესია 1809 წელი სტეფაწმიდა (ყაზბეგი) სტეფანწმიდის მთავარანგელოზთა ეკლესია 1809 წელი სტეფაწმიდა (ყაზბეგი) სტეფანწმიდის მთავარანგელოზთა ეკლესია 1809 წელი სტეფაწმიდა (ყაზბეგი) სტეფანწმიდის მთავარანგელოზთა ეკლესია 1809 წელი სტეფაწმიდა (ყაზბეგი)
ბმულის კოპირება



სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

სტეფანწმიდის მთავარანგელოზთა ეკლესია 1809 წელი სტეფაწმიდა (ყაზბეგი)

სტეფანწმინდის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი— არქიტექტურულიისტორიული, მონუმენტური, ხელოვნების ძეგლი, მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ ნაწილში. კომპლექსში შედის: ეკლესიასამრეკლოალექსანდრე ყაზბეგის, მისი მშობლების, პაპის და გაბრიელ ყაზბეგის საფლავთა ძეგლები, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმიყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიგიორგი და ნიკოლოზ ყაზბეგების სახლები.

ღვთისმშობლის ეკლესია დგას ყაზბეგის საგვარეულო სასაფლაოზე. დასავლეთის ფასადის წარწერის მიხედვით აგებულია 1809-1814 წლებში. გაბრიელ ყაზბეგის მიერ ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხაა (9,2x12,4 მეტრი), ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო ქვის კარგად გათლილი კვადრებით. კედლები შიგნით შელესილია. შიგნით და გარედან თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა, ტიმპანიანი, გრძლივ კედლებზე ორი წყვილი კუთხეებჩამოთლილი პილასტრია, რომლებსაც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. თაღების ქუსლების დონეზე გამოყოფილია თაროებისა და ლილვისაგან შედგენილი კაპიტელები. ეკლესიას კონქით გადახურული პატარა ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აფსიდის განიერ მხრებთან გამოყოფილ კუთხის პილასტრებს ეყრდნობა სატრიუმფო თაღი. ამ პილასტრებსაც ჩამოთლილი კუთხეები აქვს. ეკლესიაში ექვსი დიდი სარკმელია: ერთი საკურთხეველშია; ერთი - დასავლეთ კედელში, შესასვლელის ზემოთ; ორ-ორი - გრძივ კედლეში გაჭრილი სარკმლების ქვემოთაცაა, მაშასადამე აღმოსავლეთით მდებარე, შედარებით მცირე ზომისა - სწორკუთხაა, მეორე - თაღოვანი. აფსიდის კონქში გაჭრილია ეკლესიის სახურავზე დადგმულ სამრეკლოზე ასასვლელი ხვრელი. სამრეკლოს ნახევარსფერული კამარა მრგვალბაზისიან ექვს სვეტს ეყრდნობა, სვეტების მარტივი პროფილის კაპიტელებს კი - სვეტებშორისი თაღები. სამრეკლოს ექვსწახნაგა, პირამიდული ფორმის სახურავი აქვს. ეკლესიის ფასადები ნაწყობია კარგად გათლილი კვადრებით. მორთულობით გამოირჩევა დასავლეთის (მთავარი) ფასადი. კარის ტიმპანზე, რთული გეომეტრიული ორნამენტია, რომელშიც ჩაწნულია სტილიზებული ჯავარი. მარტივი თითო ჯვარია გამოსახული შესასვლელის წირთხლებზე. შესასვლელის ზემოთ მარმარილოს ფილებზე მხედრული წარწერებია. პირველი წარწერის ზემოთ ორრგოლიანი კოპია, რომელთანაც ჯაჭვებით არის დაკავშირებული ლომის თითო რელიეფური გამოსახულება. ფასადის ფრონტონი (თითქმის მთლიანად) და მის ქვემოთ კედლის სიბრტყის გარკვეული ნაწილი შემოსაზღვრულია ორსაფეხურიანი რთული პროფილის მოჩარჩოებით. მოჩარჩოება, რომლის შიდა ზოლი მთელ პერიმეტრზე გეომეტრიული ორნამენტითაა დაფარული, ფრონტონის წვეროდან მისდევს ლავგარდნის ქანობებს, შემდგომ ვერტიკალურად ეშვება ქვემოთ და ჰორიზონტალური ნაწილით კრავს ხუთკუთხედს. ხუთკუთხა მოჩარჩოების ცენტრში ორსაფეხურიანი საპირით მორთული სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის საპირის პირველი საფეხური შეღრმავებულია, მეორე მოჩუქურთმებულია და არ სცილდება საფასადო სიბრტყეს. მოჩარჩოების ორივე გვერდს შუა ნაწილში გარედან შებმული აქვს კარის ტიმპანზე გამოსახული სტილიზებული ჯვრის მკლავების ბოლოების მსგავსი გამოსახულება. აღმოსავლეთის ფასადი გაცილებით მარტივადაა მორთული. საკმლის ზემოთ, ფრონტონის არეში, გამოყოფილია კედლის წყობის რამდენიმე რიგი, რომლებიც რომბისებრი მუქი და ღია ფერის ქვების მონაცვლეობითაა შედგენილი. ფრონტონის წვერში გამოკვეთილია სამი როზეტი. კიდევ უფრო მარტივია გრძივი ფასადები. გლუვ, ფართო საფასადო სიბრტყეზე ორ-ორი, აღმოსავლეთ სარკმლის ანალოგიურად შემკული სარკმელია. ეკლესია და ლილვისაგან შედგენილი ლავგარდნით. შენობა გადახურულია ქვის თხელი ფილებით.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დგას XIX საუკუნის ორსართულიანი სამრეკლო. ნაგებია რუხი ქვის კვადრებით. პირველი სართული კომპლექსის საპარადო შესასვლელია. ქვითკირის ორ მძლავრ წაგრძელებულ ბუჯს შორის ცხრასაფეხურიანი კიბე მოქცეული. სართული ქვის ბრტყელი ჭერითაა გადახურული. სამრეკლოს მეორე სართული ოთხმხრივ ფართო თაღებით გახსნილი ფანჩატურია. ფანჩატურის თაღები ოთხ კვადრატული გეგმის ბოძს ეყრდნობა, ბოძებს მარტივი ბაზისები და კაპიტელები აქვს. ფანჩატური გადახურულია ხის ოთხფერდა, პირამიდული ფორმის სახურავით, რომლის წვერზეც, ბურთულაზე დამაგრებული ჯვარია დადგმული. ალექსანდრე ყაზბეგის საფლავი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინაა. საფლავზე დგას გრანიტის ლოდი ( სიმაღლე 3 მეტრი), რომელიც სტეფანწმინდის მთის მსგავსია. ლოდის დასავლეთ მხარეს მწერლის ბრინჯაოს ჰორელიეფი ( სიმაღლე 0.5 მეტრი, სიგრძე 0.4 მეტრი) და წარწერაა:

ვიკიციტატა„„ალექსანდრე (მოჩხუბარიძე) ყაზბეგი 8/I-1848 — 10/XII-1893”.“

საფლავს შემოვლებული აქვს თუჯის მესერი. ეკლესიის დასავლეთით 5 მეტრზე ალექსანდრე ყაზბეგის მშობლების საფლავებია. მათზე აღმართული რომლებსაც ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. ბოძებითა და თაღებით შემოსაზღვრული სივრცე გადახურულია რთული ფორმის, სეგმენტებით შეკრული ბრტყელი ჭერით. ნაგებობის მოპირდაპირე ფასადების ქვემოთა ნახევარი ორ-ორი ფართო თაღითაა გახსნილი, ზემოთა კი - გუმბათოვანი ტაძრის მსგავსია. თითოეულ ფასადზე კედლის შუა ნაწილი რამდენადმე შემაღლებულია და ორფერდა სახურავითაა დასრულებული, გვერდითი ნაწილების გადახურვა ცალფერადაა. ნაგებობა კვადრატული კვარცხლბეკზე დადგმული ვიწრო ოთხწახნაგა სამრეკლოთია დასრულებული, რომელიც გადახურულია პირამიდული ფორმის თუნუქის სახურავით

ააშენა 

ყაზბეგი გაბრიელ დიმიტრის ძე (1760-1817) რუსეთის გენერალი

ეკლესიის აღმოსავლეთით, დაახლოებით 5 მეტრზე, ალექსანდრე ყაზბეგის პაპის გაბრიელ ყაზბეგის საფლავია. საფლავზე აღმართული ნაგებობა თარიღდება XIX საუკუნით. ნაგებია კარგად გათლილი მოყავისფრო-მოყვითალო ქვით. კვადრატული ბაქნის (3,5x3,5 მეტრი) ოთხივე კუთხეში და გვერდების შუაში დადგმული თაღები ეყრდნობა. თაღებითა და სვეტებით შექმნილი კონსტრუქცია შიგნით გადახურულია გუმბათიანი კამარით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის საფუძვლის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა ხდება გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში მოწყობილი პატარა აფრებით. ნაგებობის მოპირდაპირე ფასადები ერთმანეთის მსგავსია. თითოეული ფასადი ოდნავ შვერილი ლავგარდნით ორ-ორ თანაბარი სიმაღლის ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა ნახევარი სვეტებზე დაყრდნობილ ორ-ორ ფართოთაღოვან მალსა და მათ ზემოთ არსებულ კედლის ვიწრო სიბრტყეს შეიცავს. ფასადის ზედა ნაწილი მასათა აღნაგობით ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მსგავსადაა გადაწყვეტილი, იმ განსხვავებით, რომ გუმბათქვეშა კვადრატზე აქ ყელიანი გუმბათის ნაცვლად სამრეკლო ვიწრო ფანჩატურია დადგმული. ყოველ ფასადზე ორფერდა სახურავით დასრულებული კედლის გლუვი სიბრტყის გვერდებზე მოქცეულია ცალფერდასახურავიანი გვერდის ნაწილები. ფასადები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომელიც შედგება თაროს, შეზნექილი ზედაპირისა და ლილვისაგან.


ქვა წარწერით ტაძრის შესასვლელში




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0